მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:35

34. ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ჩემისაჲ რომელ არს ეგჳპტეს და სულ-თქუმანი მათნი შეისმინეს და გარდამოვჴედ განრინებად მათა, და აწ მოვედ მიგავლინო შენ ეგჳპტედ.35. ესე მოსე, რომელი უარ-ყვეს და თქუეს: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა, ესე ღმერთმან მთავრად და მჴსნელად მოუვლინა ჴელითა მის ანგელოზისაჲთა, რომელი ეჩუენა მაყულოვანსა მას შინა.36. ამან გამოიყვანნა იგინი და ქმნა ნიშები და სასწაულები ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ზღუასა მას მეწამულსა და უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7
35. ესე მოსე, რომელი უარ-ყვეს და თქუეს: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა, ესე ღმერთმან მთავრად და მჴსნელად მოუვლინა ჴელითა მის ანგელოზისაჲთა, რომელი ეჩუენა მაყულოვანსა მას შინა.
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

ხოლო სტეფანე სავსე იყო მადლითა და ძალითა, იქმოდა ნიშებსა და სასწაულებსა დიდ-დიდსა ერსა შორის (6,8).

თარგმანი: იხილე, ვითარ შჳდთა დიაკონთაცა შორის ჯერ-იყო ყოფაჲ უპირატესისაჲ, ვითარ-ესე იყო სტეფანე, რომელი ვინაჲთგან ნათლისღებისა მიერ სავსე იყო სულითა წმიდითა და აქუნდა არა ლიტონი ოდენ, არამედ ძლიერი და მდიდარი სარწმუნოებაჲ, რამეთუ ორ-სახე არს სარწმუნოებაჲ: პირველი-იგი — ახალთაჲ, რაჲთა ჰრწმენეს და ნათელიღონ, ხოლო მეორე — სრულთაჲ, რაჲთა აქუნდეს სარწმუნოებაჲ სასწაულთა მოქმედებისაჲ, ვიდრე მთათა ცვალებამდეცა. ამით სრულთა სარწმუნოებითა აღსავსე იყო სტეფანე, ვითარცა ზემო-რე გესმა, ვითარმედ: გამოირჩიეს სტეფანე კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, ესე იგი არს მდიდრად მიღებაჲ სულისაჲ სიმდიდრისაებრ სარწმუნოებისა. ამისთჳსცა, დაღაცათუ შჳდთავე დაესხნეს ჴელნი, არამედ სტეფანე უმდიდრეს აღივსო მადლითა და ძალითა სიმდიდრისაებრ სარწმუნოებისა, ხოლო რომელი-იგი პირველ გამორჩევისა იწამა სავსე-ყოფად სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, ესე შემდგომად ჴელთდასხმისაღა მიიღებს ძალსა ნიშებისა და სასწაულებისასა, რაჲთა შენ ისწავო, ვითარმედ არა კმა არს მარტოდ მადლი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის