თარგმანი: ესოდენ ბრმა არს უკეთურებაჲ; რამეთუ ვითარ ეგების ქმნაჲ ღმრთისაჲ, ანუ ვითარ ღმერთ არს შექმნული იგი? გარნა იტყჳან აჰრონისთჳს, ვითარმედ: არა თუ გონებითა განდრკა ღმრთისაგან, არამედ ღონისძიებით დროებდა მოლოდებისათჳს მოსესსა. და რაჟამს უღონო იქმნა, საძნაური საქმე ითხოვა მათგან; ნუუკუე ვერ შეუძლონ მოღებად სამკაულსა ცოლთა მათთასა, გარნა ეშმაკმან მსწრაფლ შეკრებად სცა და აჰრონ ამას გულისჴმა-ჰყოფდა, ვითარმედ: ვინაჲთგან უსმ არიან, სამართალ არს, რაჲთა მოეძარცოს ნიში იგი მორჩილებისაჲ — საყური — ყურთა მათთა. და რაჟამს იქმნა ჴბოჲ იგი, მაშინცა კიცხევით ჰრქუა: ესე არიან ღმერთნი შენნი, რომელთა გამოგიყვანეს შენ ქუეყანით ეგჳპტით, რაჲთამცა ჴსენებად მოიყვანნა იგინი სასწაულსა მას ზღჳსა განპებისასა, არამედ ეგრეთცა განრისხნა-ვე ღმერთი აჰრონისთჳს, რამეთუ არა კადნიერებით წინა-განეწყო სიბორგილესა ერისასა, და არა შეუნდობდა მას, ვიდრემდის არა მოსე ევედრა მისთჳს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:40
39. რომელთაჲ არა ინებეს დამორჩილებად მამათა მათ ჩუენთა, არამედ განიშორნეს და მიიქცეს გულითა მათითა ეგჳპტედ.40. ეტყოდეს აჰრონს: მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინა მიძღოდიან ჩუენ, რამეთუ მოსე ესე, რომელმან გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, თუ რაჲ შეემთხჳა მას.41. და ქმნეს ჴბოჲ მათ დღეთა შინა და შეწირეს მსხუერპლი კერპისა მის და იხარებდეს ქმნულსა ჴელთა მათთასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7