თარგმანი: წინაჲსწარმეტყუელებისაგან ამოსისსა არს სიტყუაჲ ესე, რომლისა მარტივი ძალი ესრეთ თქუმულ არს, ვითარმცა ეტყოდა ღმერთი უკუანაჲსკნელ მზორველთა მათ სამარიაჲსათა, ვითარმედ: ნუ გგონიეს თუ ახალ რაჲმე არს აწინდელი ეგე კერპთმსახურებაჲ თქუენი, არამედ მუნვე უდაბნოსა ზედა რაჲ იყვენით ორმეოც წელ, სადა-იგი გიჴმდა უფროჲსი შიში ჩემი, არა ჩემდა ოდენ შესწირევდით საკლველებსა და მსხუერპლებსა, არამედ პირველ ჩემსა აღიღეთ კარავი მოლოქისი, და შემდგომი სიტყუათაჲ ამათ. ხოლო ძალი თხრობისაჲ საქმეთაჲ მათ ესე არს, რამეთუ რაჟამს გა(29რბ)მოადნვეს ჴბოჲ იგი უდაბნოს, არა ხოლო მას თაყუანის-სცემდეს, არამედ კაცად-კაცადმან ყოველივე სახე კერპთმსახურებისაჲ სრულ ყო, რაოდენსა ჩუეულ იყვნეს ეგჳპტეს. და ესე არს აღებაჲ მოლოქის კარვისაჲ, რამეთუ კარავთა შინა თჳსთა აღჰმართეს კერპი სახელით მოლოქ, მსგავსად მოაბელთა ჩუეულებისა, რამეთუ მათი კერპი იყო მოლოქ, რომელსა ზედა მოსხმულ იყო თუალები ქვათა პატიოსანთაჲ და უპატიოსნესი მათი იყო წუერსა შუბლისა მისისასა, რომელსა სახე აქუნდა მთიებისაჲ. გამოითარგმანების უკუე სახელი მოლოქისი მეფედ მათდა, ხოლო რემფაჲსი — სიბნელედ, და თარგმანებისაებრ...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:43
42. მიაქცინა და მისცნა იგინი ღმერთმან მსახურებად ძალთა ცისათა, ვითარცა წერილ არს წიგნსა წინასწარმეტუელთასა: საკლველებსა ნუ და მსხუერპლებსა შესწირევდით ჩემდა უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ, სახლო ისრაჱლისაო?43. და აღიღეთ კარავი იგი მოლოქისი და ვარსკულავი ღმრთისა თქუენისა რემფაჲსი, კერპნი იგი, რომელ ჰქმნენით თაყუანის-საცემელად, და მიგჴადნე თქუენ მიერ კერძო ბაბილოვნსა.44. კარავი იგი საწამებელი იყო მამათა ჩუენთა თანა უდაბნოსა ზედა, ვითარცა-იგი უბრძანა, რომელი-იგი ეტყოდა მოსეს საქმედ მისა მსგავსად ხატისა მის, რომელი-იგი ეტყოდა მოსეს საქმედ მისა მსგავსად ხატისა მის, რომელი-იგი ეხილვა,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7