მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:46

45. რომელცა-იგი შემოიღეს მამათა ჩეუნთა შემდგომითი-შემდგომად იესუჲს თანა დამკჳდრებასა მას წარმართთასა, რომელნი-იგი მოსრნა ღმერთმან პირისაგან მამათა ჩუენთასა ვიდრე დღეთადმდე დავითისთა,46. რომელმან პოა მადლი წინაშე ღმრთისა და ითხოა პოვნად საყოფელი ღმრთისა იაკობისი.47. ხოლო სოლომონცა უშენა მას სახლი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7
46. რომელმან პოა მადლი წინაშე ღმრთისა და ითხოა პოვნად საყოფელი ღმრთისა იაკობისი.
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
კარავი იგი საწამებელი იყო მამათა ჩუენთა თანა უდაბნოსა ზედა, ვითარცა-იგი უბრძანა, რომელი ეტყოდა მოსეს საქმედ მისა, მსგავსად ხატისა მის, რომელი-იგი ეხილვა მას, რომელცა-იგი შემოიღეს მამათა ჩუენთა შემდგომითი-შემდგომად ისოჲს თანა, დამკჳდრებასა მას წარმართთასა, რომელნი-იგი მოსრნა ღმერთმან პირისაგან მამათა ჩუენთაჲსა ვიდრე დღეთამდე დავითისთა, რომელმან პოვა მადლი წინაშე ღმრთისა, და ითხოვა პოვნად საყოფელი ღმრთისა იაკობისი (7,44-46).:

თარგმანი: კარავ საწამებელ ეწოდა კარავსა მას მოსეს ხილულსა და ბესელიელის ქმნულსა, რამეთუ მას შინა ჰრქუა ღმერთმან მოსეს: უწამე ერსა მაგას, რაჲ-ღა სხუაჲ? თჳნიერ, ვითარმედ: უკუეთუ გარდაჰჴდეთ მცნებათა შჯულისათა, უბრალომცა ვარ მე სისხლისაგან სულთა თქუენთა წარწყმედისა. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ზოგად ყოვლისა აგებულებისა სახე მოაქუნდა კარავსა მას ზეცათა და ქუეყანისაჲ. სულისა და ჴორცთაჲ, ხილულთა და უხილავთაჲ. გარნა აწ ამისთჳს მოიჴსენებს სტეფანე კარავსა მას საწამებელსა, ვითარმცა ეტყოდა ჰურიათა, ვითარმედ: რაჲსა მაყუედრებთ. უკუეთუ ვთქუ დაცადებაჲ შჯულისა მსხუერპლთაჲ! აჰა უდაბნოსა ზედა არა იყო ტაძარი, არამედ კარავსა შინა ჰყოფდა ღმერთი ჩუენებათა და მიერ უწამებდა ერსა, რაჲ-იგი ჯერ-იყო ქმნად გინა არა-ქმნად, და მიერ მოსესითგან დავითისამდე იგივე კარავი მიმოიღებოდა, ვიდრემდის დავით ითხოა ოდენ, და წინაგანმზადა ნივთი საშენებელი ტაძრისაჲ, არამედ დაყენებულ იქმნა შენებად წინაჲსწარმეტყუელისა მიერ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის