თარგმანი: ვინაჲთგან ჰურიანი ზრქელად გულისჴმა-ჰყოფენ ღმრთისათჳს, ამისთჳს სტეფანე ესაიაჲს მიერ ამხილებს, ვითარმედ: ნუ გგონიეს მისი გარე-შემოწერაჲ კნინსა ამას შინა ტაძარსა სოლომონისასა, რომელი-იგი ცათა და ქუეყანასა აღავსებს, და არცა ერთისა რაჲსაგანმე გარე-შეიწერების შემოქმედი იგი და დამბადებელი ყოველთა ხილულთა და უხილავთაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:48
47. ხოლო სოლომონცა უშენა მას სახლი.48. არამედ არა თუ მაღალი იგი ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებულ არს, ვითარცა წინასწარმეტყუელი იტყჳს:49. ცანი საყდარნი ჩემნი და ქუეყანაჲ კუარცხლბერკი არს ფერჴთა ჩემთაჲ. ვითარი სახლი მიშენოთ მე, თქუა ღმერთმან, ანუ რაჲ-მე ადგილი იყოს განსასუენებელისა ჩემისაჲ?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7