თარგმანი: ორ-სახე არს სიტყუაჲ ესე —"ბრძანებისაებრ ანგელოზთაჲსა". პირველად, რამეთუ ანგელოზნი შუამდგომელ და მსახურ იქმნეს ღმრთისა მიერ მოსეს მიმართ მოცემასა შჯულისასა; და მეორედ, რამეთუ ანგელოზებრი ცხორებაჲ უჴმს ქონებად ქუეყანასა ზედა მათ, რომელთა ეგულებოდის დაცვაჲ შჯულთა და ბრძანებათა ღმრთისათაჲ.
52. რომელნიმე წინასწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას მართლისასა, რომელსა-იგი თქუენ აწ შინა-განმცემელ და მკლველ იქმნენით,53. რომელთა მოიღეთ სჯული ბრძანებისაებრ ანგელოზთაჲსა და არა დაიმარხეთ.54. ხოლო მათ ვითარცა ესმოდა ესე, განიხერხებოდეს გულითა მათითა და იღრჭენდეს მის ზედა კბილთა მათთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7