თარგმანი: არა წინა-აღუდგების ესე გამოსლვათა წიგნსა, რომელი-იგი შემდგომად ოთხას ოცდაათისა წლისა იტყჳს გამოსლვასა ძეთა ისრაელისათასა, რამეთუ ოთხას ოც და მეათესა გამოვიდეს. ხოლო სტეფანე ძჳრის ყოფისა საზღვრად იტყჳს მეოთხასესა წელიწადსა. ნუ-უკუე სხუანი-იგი ოცდაათნი პირველსა ჯერსა შთასლვასა მათსა თჳნიერ ძჳრის-ხილვისა დაყვნეს! და კუალად, არა იტყჳს, ვითარმედ: მეოთხასესა წელსა გამოვიდეს; არამედ — ამისა შემდგომადო, რომელი-ესე უსაზღვროდ თქუმითა ოც და ათთა მათცა წელთა ზედა-დაჰრთავს. რამეთუ სამეოც და ათხუთმეტით წლითგან აბრაჰამისით, ოდეს აღთქუმაჲ ესე ესმა, ვიდრე მეასედ წლადმდე აბრაჰამისა — წელიწადნი ოც და ხუთ, ისაკისნი — სამეოც იაკობისნი — ოთხმეოც და ათცხრამეტ, იოსებისნი — ას ორმეოც და ოთხ და იოსების სიკუდილითგან ვიდრე გამოსლვადმდე სრულ იქმნების რიცხჳ ოთხას ოც და ათისა წლისაჲ, რომელსა შინა ისრაელნი გამოვიდეს და მეგჳპტელნი ისაჯნეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:6
5. და არა სცა მას სამკჳდრებელი მას შინა, არცა ფერჴის წარსადგმელ, და აღუთქუა მიცემად მას იგი დამკჳდრებელად და ნათესავსა მისსა შემდგომად მისსა. და არა ესუა მას შვილი.6. ეტყოდა მას ღმერთი ესრეთ, ვითარმედ: მწირ იყოს ნათესავი შენი ქუეყანასა უცხოსა, და დაიმონებდენ მათ და ძჳრსა უყოფდენ ოთხას წელ.7. და ნათესავი იგი, რომელსა ჰმონებდენ, ვსაჯო მე, თქუა უფალმან, და ამისა შემდგომად გამოვიდენ და მმსახურებდენ მე ქუეყანასა ამას.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7