თარგმანი: სახითა ამით იოსებისითა მოაჴსენებს ჰურიათა ბრალსა ღმრთისმკლველობისასა. რამეთუ ვითარ-იგი მათ გამოზრდად მათდა მისრული იოსებ უბრალოდ შურითა განყიდეს, ეგრეთვე უყვეს ჰურიათა ჭეშმარიტსა მას პურსა ცხორებისასა ქრისტესა ღმერთსა, გამოზრდად მათდა მოსრულსა ზეცით, რომელმან-იგი მოსცა ცხორებაჲ ყოველსა სოფელსა განკაცებითა თჳსითა ქალწულისაგან.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 7:9
8. და მოსცა მას სჯული წინა-დაცუეთისაჲ, და მან შვა ისაკი და წინა-დასცჳთა მას მერვესა დღესა, და ისაკმან – იაკობსა და იაკობმან – ათორმეტსა მათ მამათმთავართა.9. და მამათმთავარნი იგი ეშურებოდეს იოსებს და განყიდეს იგი ეგვიპტეს. და იყო ღმერთი მის თანა10. და განარინა იგი ყოველთაგან ჭირთა მისთა და მოსცა მას მადლი და სიბრძნე წინაშე ფარაო მეფისა მეგჳპტელთაჲსა და დაადგინა იგი მთავრად ეგვიპტესა ზედა და ყოველსა ზედა სახლსა მისსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 7