თარგმანი: დასაბამ წარმართთა მოქცევისა იქმნა საჭურისი ესე და აღესრულა მის ზედა წინაჲსწარმეტყუელებაჲ: "ჰინდოეთმან უსწროს ჴელის მიცემად ღმრთისა, ხოლო შენ განიცადე სათნოებაჲ მისი, ვითარ კაცი ძლიერი მთავრობითა, რომელი უცალო იყო სამეუფოთა საფასეთა განგებისაგან, იერუსალემს აღსრულ იყო ლიტონსა ჟამსა და არა დღესასწაულსა რასმე და შემდგომად თაყუანის-ცემასა არა კმა იყოფდა ჭირსა მგზავრობისასა და სიცხისა შემწუველობასა, არამედ მჴურვალებითა ღმრთისმსახურებისაჲთა იკითხვიდა არა ლიტონსა რასმე, არამედ საწინაჲსწარმეტყუელოსა ესაიაჲსსა, რომელსა დაღაცათუ ვერ გულისჴმა-ჰყოფდა, არამედ სარწმუნოებით იკითხვიდა-ვე, ვინაჲცა, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ ჩუენ ღმერთსა, რომელნი არცა განსუენებით ჯდომასა შინა ვიკითხავთ, და დაღაცათუ გიკითხვიდეთ, მყის მოვიწყენთ და დაუტევებთ, უკუეთუ მივემთხჳნეთ რასმე ღრმასა და ძნიად გულისჴმის-საყოფელსა, რამეთუ, რაოდენცა ღრმა იყოს, უკუეთუ ოდენ სარწმუნოებით დავადგრეთ კითხვასა და სმენასა შინა მისსა, მყის მოგჳვლინებს ღმერთი გულისჴმის-ყოფასა, ანუ სულისა მიერ, გინა კაცისა მიერ საღმრთოდ განბრძნობილისა. ხოლო გამოეძიებენ ვიეთნიმე სახელისათჳს კანდაკესისა, თუ...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 8:28
27. და აღდგა და წარვიდა. და აჰა ესერა კაცი ჰინდოჲ საჭურისი ძლიერი კანდაკესი დედოფლისა მის ჰინდოეთისაჲ, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი-იგი მოსრულ იყო თაყუანის-ცემად იერუსალჱმდ,28. და მოქცეულ იყო და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა წიგნსა ესაია წინასწარმეტყუელისასა.29. ჰრქუა სულმან წმიდამან ფილიპეს: მივედ და შეეახლე შენ ეტლთა იმათ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 8