თარგმანი: მადლისა მიერ საღმრთოჲსა იქმნა დამთხუევაჲ იგი საჭურისისაჲ ამას თავსა საკითხავისასა, მქადაგებელსა ქრისტეს ვნებათა და აღდგომისასა, რამეთუ ჭეშმარიტად ევნებოდა და არა უთქუმიდა, იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, არამედ, ვითარცა ცხოვარი, უჴმობელად შეუდგა დაკლვად მიმყვანებელთა თჳსთა, რომელი-იგი სახედ ცხოვარისა სამთა ნიჭთა მოგუცემს ჩუენ: ნათლის-ღებისა სამოსელსა — მატყლისა წილ, და ჴორცსა და სისხლსა - ჴორცისა წილ, ხოლო შვილებისა მადლსა — კრავისა წილ, და თჳთ იგი თავადი არს კრავ, ამხუმელ ცოდვათა სოფლისათა, რომელი არასადა ჴმობდა ცილისმწამებელთა მიმართ წინაშე პილატესსა, მსგავსად კრავისა, რომელი დუმს წინაშე მრისუველისა, დაღაცათუ მატყლისა თანა ჴორციცა ოდესმე შეჰკუეთოს საპარსველმან მან. ესრეთ უკუე "საშჯელი მისი მიეღო" რამეთუ არასადა იპოვა მშჯავრი სიმართლით ბჭობისაჲ მსაჯულთა მათ თანა სიცრუვისათა, რომელნი განიკითხვიდეს მას. ხოლო თესლ-ტომი მისი ესრეთ მიუთხრობელ არს, რამეთუ ღმერთი არს მიუწთომელი და ძე ღმრთისაჲ, რომლისა არსებაჲ მიუთხრობელ და გამოუთქუმელ არს, დაღაცათუ კაცობრივ აღიწერების ტომისაგან დავითისსა და აბრაჰამისსა. და კუალად, ესე არს...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 8:33
32. ხოლო თავი საკითხავისაჲ მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა.33. სიმდაბლითა თჳსითა სასჯელი მისი მოეღო. ხოლო თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხარს, რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი.34. მიუგო საჭურისმან მან და ჰრქუა ფილიპეს: გევედრები შენ, ვისთჳს იტყჳს წინასწარმეტყუელი ამას, თავისა თჳსისათჳს, ანუ სხჳსა ვისთჳსმე?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 8