თარგმანი: შემდგომად ეტლთა ზესა აღსლვისა და მის თანა დაჯდომისა ვედრებით და მოქენედ ჰკითხავს ვითარცა მეცნიერი, ვითარმედ: არა ყოვლადვე ერთ-სახე არს სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელთაჲ, არამედ ოდესმე თავთა თჳსთათჳს და ოდესმე სხუათათჳს მეტყუელებენ. ხოლო ფილიპე ზემო-წერილისა მის სიტყჳსა განმარტებითა ყოველივე მიუთხრა ძალი ქრისტეს განგებულებისაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 8:35
34. მიუგო საჭურისმან მან და ჰრქუა ფილიპეს: გევედრები შენ, ვისთჳს იტყჳს წინასწარმეტყუელი ამას, თავისა თჳსისათჳს, ანუ სხჳსა ვისთჳსმე?35. აღაღო პირი თჳსი ფილიპე და იწყო თხრობად მისა და ხარებად წიგნთაგან იესუჲსთჳს.36. და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდეს მგზავრ, მოვიდეს წყალსა ერთსა ზედა და ჰრქუა საჭურისმან მან: აჰა წყალი, რაჲღა ყენება არს ჩემდა ნათლის-ღებად?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 8