მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 8:37

36. და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდეს მგზავრ, მოვიდეს წყალსა ერთსა ზედა და ჰრქუა საჭურისმან მან: აჰა წყალი, რაჲღა ყენება არს ჩემდა ნათლის-ღებად?37. ჰრქუა მას ფილიპე: გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს. მიუგო და ჰრქუა მას: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთსაჲ არს იესუ ქრისტე.38. და უბრძანა დადგინებაჲ ეტლთაჲ მათ. და შთაჴდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-სცა მას.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 8
37. ჰრქუა მას ფილიპე: გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს. მიუგო და ჰრქუა მას: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთსაჲ არს იესუ ქრისტე.
თავი ი̂ბ. საჭურისისა მისთჳს, რომელსა ნათელ-სცა ფილიპე ანგელოზისა მიერ მივლინებულმან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდეს მგზავრ, მოვიდეს წყალსა ერთსა ზედა და ჰრქუა საჭურისმან მან: აჰა წყალი; რაჲღა ყენება არს ჩემდა ნათლის-ღებად? ჰრქუა მას ფილიპე: გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს. მიუგო და ჰრქუა მას: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთისაჲ არს იესუ ქრისტე. და უბრძანა დადგინებაჲ ეტლთაჲ მათ. და შთაჴდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-სცა მას (8,36-38).:

თარგმანი: იხილე, ვითარ ყოველსა ადგილსა ხილულსა წყლითა ნათლის-ღებასა შეუდგს მოფენაჲ უხილავისა მის სულისა წმიდისა მადლისაჲ, რაჲთა არცა ერთმან ვინ უგულებელს ყოს თანა-წარუვალად საჭიროდ საჴმარებაჲ მისი. და ესე მრავალთა ადგილთა აღმოიკითხო წიგნსა ამას შინა მოციქულთა საქმისასა, ვითარ პირველი არს ნათლის-დებაჲ წყლითა და ამას შეუდგების მოღებაჲ სულისა წმიდისაჲ, ვითარ-ესე აწ საჭურისმან ერთითა მით სწავლითა ფილიპესითა იხილა რაჲ წყალი, მყის სურვილით ჴმა-ყო: აჰა წყალი! და შემდგომად კითხვისა — უკუეთუ ჰრწამს —კუალად ჴმა-ყო: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთისაჲ არს იესუ ქრისტე. ესე ყოველი შემოკრებითთა მათ ესაიაჲს სიტყუათა თარგმანებითა ასწავა მას ფილიპე, რაჲთა არა ლიტონად კაცად, არამედ ღმრთად ჭეშმარიტად და ძედ ღმრთისად აღიაროს ქრისტე, ვინაჲცა მყის ბრძანა დაყენებაჲ ეტლთაჲ, და ნათლის-ღებასა მისსა შეუდგა ესე.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის