მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 8:40

39. და ვითარცა აღმოჴდეს წყლით, სული წმიდაჲ მოვიდა საჭურისსა მას ზედა; და სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე და მერმე არღარა იხილა იგი საჭურისმან მან, და ვიდოდა გზასა თჳსსა სიხარულით.40. და ფილიპე იპოა აზოტით კერძო, მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა ვიდრე მოსლვადმდე მისა კესარიად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 8
40. და ფილიპე იპოა აზოტით კერძო, მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა ვიდრე მოსლვადმდე მისა კესარიად.
თავი ი̂ბ. საჭურისისა მისთჳს, რომელსა ნათელ-სცა ფილიპე ანგელოზისა მიერ მივლინებულმან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ფილიპე იპოვა აზოტით კერძო. მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა, ვიდრე მოსლვადმდე მისსა კესარიად (8,40).:

თარგმანი: საცნაურ იყავნ, ვითარმედ აზოტსა ასდოდ ეწოდების წერილთა მიერ, ხოლო არს იგი ერთი შესწავებული ქალაქი პალესტინისაჲ, რომელი წილ-ხუდა ტომსა იუდაჲსსა, არამედ ვერ გამოიპყრეს იგი, ვერცა მოსწყჳდნეს მას შინა მკჳდრნი იაკიმელნი, და ესე არს ერთი ხუთ ქალაქთა მათგანი, რომელნი იყვნეს სამთავრო უცხო-თესლთა მთავრობისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის