თარგმანი: ვინაჲთგან ზემოვე სიტყუამან ათორმეტთაჲ მუნვე იერუსალემს შინა თქუა დადგრომაჲ, ცხად არს, ვითარმედ ესე ფილიპე10 არა ათორმეტთა, არამედ შჳდთა დიაკონთაგანი არს, სტეფანეს თანა დადგინებულთაჲ, რომელი შემდგომად ყოველთა მიმო-განბნევისა შთავიდა სამარიად ქალაქსა მას ისრაელთა მეფობისასა, რომელსა უკუანაჲსკნელ ჰეროდეს მიერ შეზღუდვითა შეეცვალა სახელი მისი სევასტოპოლიდ. ამას ქალაქსა შინა ქადაგა და არწმუნა სასწაულთა მიერ და კურნებათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 8:5
4. და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს, ვიდოდეს და ახარებდეს სიტყუასა მას ცხოვრებისასა.5. ფილიპე შთავიდა ქალაქსა მას სამარიტელთასა და უქადაგებდა მათ ქრისტესა.6. და ერჩდა ერი იგი სიტყუათა მათ ფილიპესთა ერთბამად სმენად მათდა და ხილვად სასწაულებსა მას, რომელსა იქმოდა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 8