მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი თ̂. დევნულებისათჳს ეძლესიათაჲსა და ფილიპესთჳს მოციქულისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

იყო მას დღესა შინა დევნულებაჲ დიდი ეკლესიათა მათ ზედა, რომელნი იყვნეს იერუსალემს და ყოველნივე განიბნინეს სოფლებსა მას ჰურიასტანისასა და სამარიაჲსასა, თჳნიერ ხოლო მოციქულთა (8.1).

თარგმანი: ამისთჳს მიუშუა ღმერთმან ყოფად დევნულებისა, რაჲთა სცნა, ვითარმედ მრავლითა ჭირითა იქმნა დასაბამი სახარებისა წარმართებისაჲ. და ამისთჳს ივლტოდეს მოწაფენი, რაჲთა სცნა, ვითარმედ მათცა ზედა-ედვა უძლურებაჲ კაცობრივისა მოშიშებისაჲ, და კუალად, განბნევითა მათითა ყოველსავე ადგილსა განჰფინეს მათ სახარებაჲ ქრისტესი, რომლითა წარმართთა ვისწავეთ ღმრთისმსახურებისა საიდუმლოჲ, რომელსა ამისთჳს საიდუმლო უწოდიან, რამეთუ სხუებრ ვხედავთ და სხუებრ გურწამს. და ქრისტე ვიხილოთ რაჲ მონისა ხატითა, ღმრთად სრულად და კაცად სრულად აღვიარებთ მას, და თაყუანის-ვსცემთ წყალობით ჩუენთჳს დაგლახაკებულსა, რომლისა ვნებათა მიბაძვითა სტეფანე დღესა მას, რომელსა მოიკლა, დევნულებისა მისგან მოკლულნი მის თანა წარიტანნა კაცნი რიცხჳთ ორ ათასნი, რომელნი იწამნეს იერუსალემს შინა გუნდისაგან მორწმუნეთაჲსა, ხოლო სხუანი იგი მოწაფენი განიბნინეს და მოციქულნი მუნვე დაშთეს, რაჲთა უშიშად დგენ წინა-განწყობასა შინა ჰურიათასა, ვიდრემდის სრულიად დააკუეთნენ და იოტნენ იგინი.

და შემოსეს სტეფანე კაცთა ღმრთის მოშიშთა და ყვეს ტყებაჲ დიდი მის ზედა (8,2).

თარგმანი: არა თუ მას ეგლოვდეს, არამედ თავთა თჳსთა სტიროდეს, რამეთუ დაკლებულ იქმნნეს წყაროჲსაგან სულთა სარგებელისა სწავლათა და მოძღურებათა მისთაჲსა. ვინაჲთგან ესე არს ჭეშმარიტი გლოვაჲ, რაჲთა არა ჴორცთა, არამედ სულიერსა ზღვევასა ზედა ვჰგოდებდეთ თავთა ჩუენთა.

ხოლო სავლე ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ. სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ. და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს, ვიდოდეს და ახარებდეს სიტყუასა მას ცხოვრებისასა (8,3-4).

თარგმანი: ვითარცა მოშურნე შჯულისა დაჴსნისაჲ, კადნიერ იქმნა სიკუდილსა მას ზედა სტეფანესსა და მიმორბიოდა, რაჲთა, სადაცა ვინ პოვნეს ქრისტეანეთაგანნი, გინებით და თრევით მიიყვანნეს იგინი საპყრობილედ. არამედ ეგრეთცა ქადაგნი საღმრთონი მიმო-განბნეულებასა შინა თჳსსა კადნიერებით ქადაგებდეს ქრისტესა ღმერთსა.

ფილიპე შთავიდა ქალაქსა მას სამარიტელთასა და უქადაგებდა მათ ქრისტესა. და ერჩდა ერი იგი სიტყუათა მათ ფილიპესთა ერთბამად სმენად მათდა და ხილვად სასწაულებსა მას, რომელსა იქმოდა, რამეთუ მრავალთა, რომელთა თანა იყო სულები არაწმიდები, ღაღადებედ ჴმითა მაღლითა და განვიდიან და მრავალნი განრღვეულნი და მკელობელნი განიკურნებოდეს, და იყო სიხარული დიდი ქალაქსა მას შინა (8,5-8).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემოვე სიტყუამან ათორმეტთაჲ მუნვე იერუსალემს შინა თქუა დადგრომაჲ, ცხად არს, ვითარმედ ესე ფილიპე10 არა ათორმეტთა, არამედ შჳდთა დიაკონთაგანი არს, სტეფანეს თანა დადგინებულთაჲ, რომელი შემდგომად ყოველთა მიმო-განბნევისა შთავიდა სამარიად ქალაქსა მას ისრაელთა მეფობისასა, რომელსა უკუანაჲსკნელ ჰეროდეს მიერ შეზღუდვითა შეეცვალა სახელი მისი სევასტოპოლიდ. ამას ქალაქსა შინა ქადაგა და არწმუნა სასწაულთა მიერ და კურნებათა.