თარგმანი: ვინაჲთგან ზემოვე სიტყუამან ათორმეტთაჲ მუნვე იერუსალემს შინა თქუა დადგრომაჲ, ცხად არს, ვითარმედ ესე ფილიპე10 არა ათორმეტთა, არამედ შჳდთა დიაკონთაგანი არს, სტეფანეს თანა დადგინებულთაჲ, რომელი შემდგომად ყოველთა მიმო-განბნევისა შთავიდა სამარიად ქალაქსა მას ისრაელთა მეფობისასა, რომელსა უკუანაჲსკნელ ჰეროდეს მიერ შეზღუდვითა შეეცვალა სახელი მისი სევასტოპოლიდ. ამას ქალაქსა შინა ქადაგა და არწმუნა სასწაულთა მიერ და კურნებათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 8:7
6. და ერჩდა ერი იგი სიტყუათა მათ ფილიპესთა ერთბამად სმენად მათდა და ხილვად სასწაულებსა მას, რომელსა იქმოდა.7. რამეთუ მრავალთა რომელთა თანა იყო სულები არაწმიდები, ღაღადებედ ჴმითა მაღლითა და განვიდიან. და მრავალნი განრღვეულნი და მკელობელნი განიკურნებოდეს.8. და იყო სიხარული დიდი ქალაქსა მას შინა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 8