თარგმანი: ამისთჳს სამეოცდაათთა მოწაფეთაგანსა ანანიას და არა ათორმეტთაგანსა ვისმე უბრძანა ღმერთმან, რამეთუ არა ჴორცთა და სისხლთაგან ენება სწავლაჲ პავლესი, არამედ მხოლოდ ნათლის-ცემისა ოდენ მოქენე ჰყოფდა ანანიაჲსგან და ამისსა შემდგომად თჳთ ქრისტე უხილავად მის შორის დამკჳდრებითა ღმრთივსწავლულ ჰყოფდა მას. ხოლო შეუსწავებელობაჲ ანანიაჲსი ცხად არს სიტყუათა მათგან მოშიშებისა მიერ აღსავსეთა.
9. და წარჴდეს სამნი დღენი, და არარას ხედვიდა და არცა ჭამა და არცა სუა.10. ხოლო იყო ვინმე მოწაფე დამასკეს შინა, სახელით ანანია. და ჰრქუა მას უფალმან ჩუენებით: ანანია! და მან ჰრქუა: აქა ვარ, უფალო.11. ჰრქუა მას უფალმან: აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას, რომელსა ჰრქჳან მართალი, და მოიძიე ტაძართა მათ იუდაჲსთა სავლე სახელით, ტარსელი, რამეთუ აჰა-ეგერა ილოცავს მუნ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9