თარგმანი: უმაღლეს ყოველთა მოციქულთასა და უკადნიერეს იწყო განცხადებად, ვითარმედ ქრისტე მე არს ღმრთისაჲ. ვინაჲცა საკჳრველ იყო, ვითარ რომლისა-იგი პირველ კაცებისაცა სახელსა ვერ თავს-იდებდა სმენად, აწ მისთჳს წიგნთაგან მოსესთა და წინაჲსწარმეტყუელთასა გულისჴმა-უყოფს პურიათა, ვითარმედ: ქრისტე ჭეშმარიტად ღმერთი არს და კაცი სრული. და არა ჰრცხვენის მყის შეცვალებისაგან თჳსისა, რამეთუ, იხილა რაჲ გზასა ზედა იესუ, მყის ზეშთა იქმნა ყოვლისა კაცთმოთნებისა, ვითარცა ჭეშმარიტებით შედგომილი ქრისტეს მონებისაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 9:22
21. და დაუკჳრდებოდა ყოველთა, რომელთა ესმოდა და იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი-იგი ტყუენვიდა იერუსალჱმს შინა, რომელნი ხადოდეს სახელსა იესუჲსსა, და აქაცა მისთჳს მოსრულ იყო, რაჲთა კრულნი აღიყვანნეს იგინი მღდელთ მოძღუართა თანა?22. ხოლო სავლე უფროჲს განძლიერდებოდა და შეჰკრებდა ჰურიათა, რომელნი მყოფ იყვნეს დამასკეს შინა და გულისჴმა-უყოფდამ ვითარმედ: ესე არს ქრისტე.23. ვითარცა აღესრულნეს დღენი მრავალნი, განიზრახეს ჰურიათა მათ მოკლვაჲ მისი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9