მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 9:30

29. ეტყოდა და გამოეძიებდა ბერძლ მეტყუელთა მათ თანა, ხოლო იგინი განიზრახვიდეს მოკლვასა მისსა.30. და ვითარცა აგრძნეს ესე ძმათა, წარიყვანეს კესარიად და წარგზავნეს იგი ტარსუნდ.31. ხოლო ეკლესიანი იგი ყოველთა მათ ადგილთა ჰურიასტანისათა და გალილეაჲსათა და სამარიაჲსათა ეგნეს მშჳდობით, შენნი და წარმართებულნი შიშსა უფლისასა, და ნუგეშინის-ცემითა სულისა წმიდისაჲთა განმრავლდებოდეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9
30. და ვითარცა აგრძნეს ესე ძმათა, წარიყვანეს კესარიად და წარგზავნეს იგი ტარსუნდ.
თავი ი̂გ. პავლეს დაბრმობისა და კუალად ნათლისღების მიერ განათლებისათჳს.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და იყო მათ თანა და შევიდოდა იერუსალემს და განეცხადებოდა სახელითა უფლისა იესუჲსითა. ეტყოდა და გამოეძიებდა ბერძლ მეტყუელთა მათ თანა. ხოლო იგინი განიზრახვიდეს მოკლვასა მისსა. და ვითარცა აგრძნეს ესე ძმათა, წარიყვანეს კესარიად და წარგზავნეს იგი ტარსუნდ (9,28-30).:

თარგმანი: მოციქულთა თანა რაჲ იყო, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, შევიდოდა და განვიდოდა იერუსალემდ. ესე იგი არს, კადნიერებით და სიყუარულით უშიშად ქადაგებდა სახარებასა, ხოლო იტყოდა და გამოეძიებდა მათ თანა ოდენ ჰურიათაგანთა, რომელთა ბერძლ მეტყუელებაჲ იცოდეს, რამეთუ ებრაელობასა ოდენ მზრახვალნი იგი ძუელნი ჰურიანი არცაღა მიხედვად მისსა თავს-იდებდეს. გარნა ბერძლ მეტყუელნიცა იგი ეშურვნეს-ვე მას, რამეთუ კადნიერებით ქადაგებდა ღმრთეებასა ქრისტესსა. ამისთჳს განიზრახეს მოკლვაჲ მისი. ხოლო მორწმუნეთა ძმათა შეეშინა, ნუ-უკუე სტეფანესებრ განტჳნონ იგი. ამისთჳს შთაიყვანეს კესარიად და მიერ ნავითა წარგზავნეს მამულად მისსა ტარსუნდ, რაჲთა მუნ თჳსთა მათ მისთა მოქალაქეთა კადნიერად უქადაგოს ღმრთეებაჲ ქრისტესი. გარნა შენ იხილე, ვითარ არა ყოველსავე მადლი იქმს, რაჲთა არა ზეშთა კაცობრივისა ბუნებისა ჰგონნე მოციქულნი, არამედ მათცა უძლურებაჲ თანა-ედვა და ღონის-ძიებაჲ უჴმდა, ეშინოდა და ივლტოდეს, რაჲთა სცნა, ვითარმედ მსგავსად ჩუენსა მოკუდავითა ჴორცითა მოიღუაწეს მათ ღუაწლი იგი კეთილი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის