მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 9:33

32. და იყო, იქცეოდა რაჲ პეტრე ყოველთა მათ ადგილთა, შთავიდა წმიდათა მათცა, რომელნი მკჳდრ იყვნეს ლჳდიას.33. და პოა მუნ კაცი ვინმე, რომელსა სახელი ერქუა ენეა, რვა წლითგან ქუემდებარე ცხედარსა ზედა, რომელი იყო განრღვეულ.34. და ჰრქუა მას პეტრე: ენეა, განგკურნებს შენ უფალი იესუ ქრისტე, აღდეგ და გარდაყარენ სარეცელნი შენნი. და მეყსეულად აღდგა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9
33. და პოა მუნ კაცი ვინმე, რომელსა სახელი ერქუა ენეა, რვა წლითგან ქუემდებარე ცხედარსა ზედა, რომელი იყო განრღვეულ.
თავი ი̂დ. განკურნებისათჳს ენეაჲსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ტაბითაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და იყო, იქცეოდა რაჲ პეტრე ყოველთა მათ ადგილთა, შთავიდა წმიდათა მათცა, რომელნი მკჳდრ იყვნეს ლუდიას, და პოა მუნ კაცი ვინმე, რომელსა სახელი ერქუა ენეა, რვა წლითგან ქუჱ მდებარე ცხედარსა ზედა, რომელი იყო განრღუეულ, და ჰრქუა მას პეტრე: ენეა, განგკურნებს შენ უფალი იესუ ქრისტე. აღდეგ და გარდაყარენ სარეცელნი შენნი. და მეყსეულად აღდგა, და იხილეს იგი ყოველთა მკჳდრთა ლუდიისათა და სარონისათა, რომელთა-იგი მოაქციეს უფლისა (9,32-35).:

თარგმანი: ვითარცა ერისმთავარი ზეცისა მეუფისაჲ, ეგრეთ მიმოჰვლიდა თავი მოციქულთაჲ ყოველსა სოფელსა შინა, რაჲთა, რომელიცა კერძოჲ იხილოს ქრისტეს ბანაკისაჲ მოუძლურებულად, დაჴსნილი იგი განაძლიეროს, ხოლო ახოვანი უმეტესად განამტკიცოს და განაძლიეროს. ამისთჳს შთავიდა ლუდიას, რომელსა-იგი აწ დიოსპოლი უწოდიან, და მივიდა წმიდათა მათ. ეჰა მაშინდელიღა იგი სიმდიდრე სათნოებისაჲ! ვითარ ლიტონთა და მსოფლიოთა კაცთა წმიდა ეწოდებოდა, რომელი აწ ჰეთუმცა მონაზონთათჳს ითქუმოდა, სოფლით განშორებულთა. ხოლო სლვასა მას შინა პეტრესსა მრავალთა მოქცევისა მიზეზ ყო განკურნებაჲ რვა წელ მდებარე შესწავებულისა ენეაჲსი, და არღარაჲ სიტყუაჲ მოჰჴადა მას ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისათჳს, ხოლო სასწაული იგი უფალსა მიაჩემა დიდად-შუენიერებითა სიმდაბლისაჲთა, ვითარმედ: არა მე, არამედ იგი განგკურნებს შენ. გარნა მისი სარწმუნოებაჲ ამით გამოჩნდა, რამეთუ მყის სმენასავე თანა სიტყჳსასა აღდგა და ესოდენ სრულიად განმრთელდა, ვიდრეღა ყოველთა მკჳდრთა ლუდიისა და სარონისათა მომაქცეველ ექმნა მის ზედა ქმნილი იგი საკჳრველებაჲ. შეისწავე უკუე, ვითარმედ სხუაჲ არს სარონი ესე მახლობელი ლუდიისაჲ და სხუა —...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის