მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂დ. განკურნებისათჳს ენეაჲსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ტაბითაჲსა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

და იყო, იქცეოდა რაჲ პეტრე ყოველთა მათ ადგილთა, შთავიდა წმიდათა მათცა, რომელნი მკჳდრ იყვნეს ლუდიას, და პოა მუნ კაცი ვინმე, რომელსა სახელი ერქუა ენეა, რვა წლითგან ქუჱ მდებარე ცხედარსა ზედა, რომელი იყო განრღუეულ, და ჰრქუა მას პეტრე: ენეა, განგკურნებს შენ უფალი იესუ ქრისტე. აღდეგ და გარდაყარენ სარეცელნი შენნი. და მეყსეულად აღდგა, და იხილეს იგი ყოველთა მკჳდრთა ლუდიისათა და სარონისათა, რომელთა-იგი მოაქციეს უფლისა (9,32-35).

თარგმანი: ვითარცა ერისმთავარი ზეცისა მეუფისაჲ, ეგრეთ მიმოჰვლიდა თავი მოციქულთაჲ ყოველსა სოფელსა შინა, რაჲთა, რომელიცა კერძოჲ იხილოს ქრისტეს ბანაკისაჲ მოუძლურებულად, დაჴსნილი იგი განაძლიეროს, ხოლო ახოვანი უმეტესად განამტკიცოს და განაძლიეროს. ამისთჳს შთავიდა ლუდიას, რომელსა-იგი აწ დიოსპოლი უწოდიან, და მივიდა წმიდათა მათ. ეჰა მაშინდელიღა იგი სიმდიდრე სათნოებისაჲ! ვითარ ლიტონთა და მსოფლიოთა კაცთა წმიდა ეწოდებოდა, რომელი აწ ჰეთუმცა მონაზონთათჳს ითქუმოდა, სოფლით განშორებულთა. ხოლო სლვასა მას შინა პეტრესსა მრავალთა მოქცევისა მიზეზ ყო განკურნებაჲ რვა წელ მდებარე შესწავებულისა ენეაჲსი, და არღარაჲ სიტყუაჲ მოჰჴადა მას ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისათჳს, ხოლო სასწაული იგი უფალსა მიაჩემა დიდად-შუენიერებითა სიმდაბლისაჲთა, ვითარმედ: არა მე, არამედ იგი განგკურნებს შენ. გარნა მისი სარწმუნოებაჲ ამით გამოჩნდა, რამეთუ მყის სმენასავე თანა სიტყჳსასა აღდგა და ესოდენ სრულიად განმრთელდა, ვიდრეღა ყოველთა მკჳდრთა ლუდიისა და სარონისათა მომაქცეველ ექმნა მის ზედა ქმნილი იგი საკჳრველებაჲ. შეისწავე უკუე, ვითარმედ სხუაჲ არს სარონი ესე მახლობელი ლუდიისაჲ და სხუა — თაბორით მთით ტიბერიისა ტბად შთამომავალი იგი სარონი, რომლისათჳს ესაია იტყჳს, ვითარმედ: საწყალობელ იქმნა სარონა; და ფრიადი განყოფილებაჲ არს მისი —კესარიით იოპემდის შთამომავალსა ამას თანა სოფელსა სარონიაჲსასა.

ხოლო იოპეს შინა იყო ვინმე დედაკაცი დამოწაფებული, რომელსა სახელი ერქუა ტაბითა, რომელი გამოითარგმანების ქურციკ. ესე სავსე იყო ქველის-საქმითა და წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა (9,36).

თარგმანი: იოპე არს ქალაქი ფინიკიისა და პალესტინისაჲ, რამეთუ პალესტინესაცა ფინიკია უწოდიან. ხოლო ეწოდა მას იოპე მოსახელედ იოპპისა, რომელი იყო ასული ეულოჲსი და ცოლი კიფეოჲსი, რომელმან პირველად აღაშენა იოპე და მეფობდა მას შინა. ამას იოპესა შინა იყო დედაკაცი დამოწაფებული. ცხად არს, ვითარმედ დედათამდეცა მიიწია სახელი მოციქულთა მოწფობისაჲ, რომელნი ოდენ იყვნიან საღმრთოდ მოსწრაფე და ღირს, ვითარ-ესე აწ ტაბითას მოსწრაფებისათჳს მისისა ეწოდა ქურციკ, რამეთუ, ვითარ-იგი ქურციკი ნადირთა შორის, ეგრეთვე ესე კაცთა შორის უმახჳლეს რბიოდა გზასა ღმრთისმსახურებისასა, აღსავსედ მოწყა-ლებითა და ყოვლითავე საქმითა სათნოებისაჲთა.

და იყო მათ დღეთა შინა დასნეულებაჲ მისი და სიკუდილი, ხოლო დაბანეს იგი და დადვეს ქორსა მას შინა, რამეთუ ახს ლუდიაჲ იოპესა. ესმა მოწაფეთა, ვითარმედ პეტრე მუნ არს. და მიავლინნეს მისსა ორნი კაცნი და ჰრქუეს, ვითარმედ: ნუ გცონის მოსლვად ვიდრე ჩუენდამდე (9,37-38).

თარგმანი: ვერ მკადრე იქმნნეს პირველ ტაბითაჲს სიკუდილისა მიწოდებად პეტრესსა, რაჲთა განკურნოს იგი სნებისაგან, რამეთუ ეშინოდა დახრწევად სახარებისა მისისა, ხოლო რაჟამს დამძიმდა განსაცდელი იგი, შემდგომად სიკუდილისა და განბანისა არა დაჰფლეს, არამედ დადვეს ქორსა შინა, რამეთუ ასმიოდა მახლობელ ყოფაჲ პეტრესი. და მიავლინნეს მისსა სასოებითა მტკიცითა, რაჲთა მივიდეს მათდა, ვითარცა შემძლებელი აღდგინებად მისსა.

და აღდგა პეტრე და წარვიდა მათ თანა, რომელი ვითარცა მივიდა, აღიყვანეს ქორსა მას ზედა და გარე-მოადგა მას ქურივები იგი. ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რავდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ იყო ტაბითა (9,39).

თარგმანი: სიმდაბლითა გონებისაჲთა უცონელად შეუდგა პეტრე მწოდებელთა, და მი-რაჲ-ვიდა იოპედ, არა ლიტონითა სიტყჳთა, არამედ საქმეთა მიერ სათნოებისათა აღსძრვიდეს მას წყალობად ქურივნი იგი, რაჲთა აღადგინოს მკუდრეთით საქმითა ჴელთა თჳსთაჲთა შემმოსელი იგი შიშულოებისა მათისაჲ ტაბითა. იხილე ძალი მოწყალებისაჲ, რომელი საწუთროსა ამასცა და საუკუნესა მასცა ძლიერად შეეწევის კაცსა.

ხოლო პეტრე განავლინნა გარე ყოველნი და მოიდრიკნა მუჴლნი და ილოც; და მოექცა გუამსა მას და ჰრქუა: ტაბითა, აღდეგ! და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თჳსნი, და იხილა რაჲ პეტრე, წარმოჯდა, ხოლო მან მისცა მას ჴელი და აღადგინა იგი და მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და წარუდგინა იგი ცოცხალი. აგრძნა ესე ყოველმან იოპემან და მრავალთა ჰრწმენა უფალი. და იყო იგი მრავალ დღე დადგრომილ იოპეს შინა სიმონის ვისმე მეპრატაკისა თანა. (9,40-43).

თარგმანი: ამასცა ზედა მოძღუარსა თჳსსა ქრისტესა ემსგავსებოდა ყოველსავე შინა მობაძავი იგი მისი პეტრე, რამეთუ არა მრავალთა წინაშე საჩუენებელად, არამედ თჳსაგან მარტოჲ აღასრულებს სასწაულსა ამას საკჳრველსა. ამისთჳს განავლინნა ყოველნი, რაჲთა არა აღაშფოთონ ლოცვაჲ მისი გოდებითა. და თავადი მუჴლთმოდრეკით და შიშით ითხოვდა ღმრთისაგან აღდგინებასა მკუდრისასა, რამეთუ ესე პირველი მკუდარი იყო პეტრეს მიერ აღდგინებული. ვინაჲცა შენ იხილე, ვითარ ოდესმე ადვილად აჩრდილებითა ოდენ მოციქულთაჲთა ჰყოფს ღმერთი სასწაულთა, რაჲთა საკჳრველებისა მიერ მხედველთა სარგებელი მოატყუას, ხოლო ოდესმე შრომით, ლოცვითა ჰყოფს რაჲთა თჳთ მოქმედთა მათ სასწაულთასა სიმდაბლე და შევრდომაჲ ღმრთისაჲ ასწავოს, ვითარ-ესე აწ პეტრე მუჴლთ-მოდრეკით შეუვრდა ღმერთსა, და ეგრეთღა ჴმა-იყო მკუდარსა, რომელმან-იგი ჴმითა მით თუალნი აღიხილნა და ხილვითა პეტრესითა ზე წარმოჯდა, ხოლო ჴელის მიცემითა სრულიად ზე აღდგა და ესრეთღა მისცა იგი მოციქულმან წმიდათა მათ და ქურივთა, რომელნი მოქენე იყვნეს აღდგინებად მისსა. ამის სასწაულისა განთქუმულებითა მრავალნი შეეძინნეს სარწმუნოებასა ქრისტესსა. ხოლო შემდგომად დიდებულისა ამის საკჳრველებისა, არა დიდებულისა ვისმე, არამედ მეპრატაკისა თანა დადგრომითა საქმით განსწავლნა ახალმოქცეულნი იგი; მდიდარნი — არა მაღლოობად, და გლახაკნი - რაჲთა არა სირცხჳლ-უჩნდეს მათ სიგლახაკე.