ხოლო სავლე უფროჲს განრისხნებოდა და სავსე იყო გულისწყრომითა და კლვითა მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა. მოუჴდა მღდელთმოძღუარსა მას და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ კრებულთა, რაჲთა მივიდეს და თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღურებისა გზასა, მამები ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ (9,1-2).
თარგმანი: ყოვლად მსგავს იყო სავლე ფიცარსა გარე-მორტყმულსა ქსელითა დედა-ზარდლისაჲთა, რომელი პოვა მეუფემან და განჰყარა ყოველი უშუერებაჲ აჩრდილთაჲ და ბრწყინვალედ გამოსახა მას ზედა ხატი საუფლოჲ, ფერ-შუენიერი წამალთა მიერ საღმრთოჲსა სულისათა, უწოდა მას პავლე და დადვა იგი თეატრონსა შინა ამის სოფლისასა, სახილველ ყოფად ანგელოზთა და კაცთა, რაჲთა იყოს ძუელი მაგალით მხედველთა, ღირსად კმა-ყოფილ მისაბაძვებელად, რაოდენიცა ვის უნდეს განბრწყინვებაჲ თავისა თჳსისაჲ, რამეთუ მის შორის დაუკლებელად იპოების ყოველი სახე უნაკლულოთა სათნოებათა ხატისაჲ. ესე იხილედ და ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი ბედსა და ვარსკულავთა მიაჩემებენ საქმეთა კაცობრივისა თჳთმფლობელობისათა, რამეთუ აჰა მდევარი ქადაგ დევნულისა იქმნების და კეთილითა შეცვალებითა შეიცვალების. ესე იხილედ ყოველთა...