თარგმანი: არა წინა-აღუდგების პავლეს მიერ იერუსალემს თხრობილი იგი, ვითარმედ: "ჩემ თანა მყოფნი ნათელსა მას ხედვიდეს, ხოლო ჴმაჲ იგი არა ესმოდა" — აწინდელსა ამას სიტყუასა, ვითარმედ: "ჴმაჲ იგი ესმოდა, ხოლო ხედვიდეს ვერარას", რამეთუ პავლეს ჴმაჲ ესმოდა — "შენ ვინ ხარ, უფალო", ვითარ-ესე აწ იტყჳს, ვითარმედ "ჴმაჲ ესმოდა", ხოლო მეტყუელსა მას პავლეს მიმართ იესუს პავლე მხოლოჲ ხედვიდა, ხოლო იგინი ვერ ხედვიდეს. და კუალად, სიტყჳსაებრ პავლესსა ერისა მიმართ — ნათელსა მას ხედვიდეს, ხოლო ზეგარდამოჲ იგი ჴმაჲ პავლეს ხოლო ესმოდა და მეტყუელსა მას ხედვიდა, ხოლო მის-თანათა მათ პავლეს ხოლო ჴმაჲ ესმოდა და ნათელსა მას ხედვიდეს, ხოლო იესუს არა ხედვიდეს, არცაღა ჴმაჲ მისი ესმოდა. და ესე არს შეტყუებაჲ თქუმულთა ამათ ერთ-ჴმობისაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 9:7
6. არამედ აღდეგ და შევედ ქალაქად, და მუნ გეთხრას შენ, რაჲ-იგი ღირდეს შენდა საქმედ.7. და კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, დგეს დაკჳრვებულნი. სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას.8. აღდგა სავლე ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა ვერარას. უპყრეს ჴელი მისთანათა მათ და შეიყვანეს დამასკოდ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9