1. სიბრძნემან მდაბლისამან აღუმაღლის თავი თჳსი და შორის მდიდართა დასჳს იგი.2. ნუ აქებ კაცსა ქმნულკეთილობითა მისითა, ნუცა სძაგებ კაცსა ხილვითა მისითა.3. მცირჱ არნ მფრინველთა შორის ფუტკარი და დასაბამ სიტკბოებისა არნ ნაყოფი იგი მისი.4. ნუ იქადი შუენიერებითა მით სამკაულისაჲთა და დღესა მას დიდებისა შენისასა ნუ ჰმაღლოვი, რამეთუ საკჳრველ არიან საქმენი უფლისანი და დაფარულ არიან საქმენი მისნი კაცთაგან.5. მრავალნი ჴელმწიფენი მიიწინეს ქუეყანად და არასაგონებელმან შეიბნა შარავანდედნი.6. მრავალნი ძლიერნი იგინნეს ფრიად და დიდებულნი მიეცნეს ჴელთა სხუათასა.7. განკითხვადმდე ნუ აბრალებ კაცსა. გულისხმა-ყავ პირველად და მაშინღა ჰრისხევდ.8. ვიდრე არა მოგესმინოს, ნუ მიუგებ სიტყუასა და შურისა სიტყუასა ნუ შეერევი.9. საქმჱ, რომელი არა გეყოს, ნუ აცილობ და საშჯელსა მას უღმრთოთასა ნუ აღიმსთობ.10. შვილო ჩემო, ნუ მრავალთა შეჰვარდები საქმეთა შენთა, გან-თუ-ამრავლო, არასადა განსწმიდნე. და თუ ჰსდევდე, ვერ ეწიო, და თუ მიჰრიდო, ვერ განერე.11. არს, რომელი შურებინ და იჭირვინ და იწრაფინ და უმეტესადღა ჴუებულ არნ იგი.12. და არს უძლურ და სნეულ, ჴელისამპყრობელისაგან ჴუებულ; და ნაკლულევან არნ იგი უპოვარებითა და სავსჱ არნ იგი გლახაკებითა. და მეყსეულად თუალმან უფლისამან მიჰხედნა მას სახიერებითა მისითა და აღამაღლა იგი სიმდაბლისა მისისაგან.13. და აღუმაღლა თავი მისი და განსაკჳრვებელ იქმნა მრავალთა შორის.14. კეთილი და ბოროტი, ცხოვრებაჲ და სიკუდილი ღმრთისა მიერ არს.17. ნიჭი უფლისაჲ დაადგრის მართალთა ზედა და სათნოებანი იგი მისნი უკუნისამდე წარმართებულ იყვნენ.18. არნ, რომელი განმდიდრდებინ კრძალულებითა სიმტკიცისა მისისაჲთა. და ესე არს ნაწილი სასყიდლისა მისისაჲ.19. რაჟამს თქუას მან: ვპოვე განსუენებაჲ და აწ ვჭამო და ვიშუა კეთილისა მის ჩემისაჲ. და არა უწყინ, რაჲ ჟამი შეემთხჳის მას. იგი მოკუდის, დაუტევის იგი სხუათა.20. ეგე, შვილო, აღთქუმასა მას შენსა და აღიმსთოვე მას შინა და საქმეთა შენთა ეკრძალე.21. ნუ გიყუარნ შენ საქმჱ იგი უღმრთოჲ, არამედ ესევდ უფალსა და დაადგერ საქმეთა მათ შენთა, რამეთუ ადვილ და განმარტებულ არს წინაშე თუალთა უფლისათა განმდიდრებაჲ გლახაკისაჲ.22. კურთხევაჲ უფლისაჲ სასყიდელად მსახურთა მისთა, და ჟამსა მსთუასა გარდაათხიის, ვითარცა ყუავილი, კურთხევაჲ.23. ნუ ეგრე იტყჳ: აწ რაჲ მიჴმს მე, ანუ ამიერითგან რაჲღა კეთილი მეყოს მე?24. ნუ იტყჳ: ესე კმა არს ჩემდა და ამიერითგან რაჲსაღა ვიჭირვოდი?25. დღეთა მათ კეთილთა მოიჴსენენ დღენი იგი ბოროტნი, და დღეთა მათ ბოროტთა არა დაგავიწყდენ შენ კეთილნი იგი.26. ესე არა უწყია, რამეთუ ყოველივე ადვილ არს წინაშე თუალთა უფლისათა დღესა მას აღსასრულისასა მიგებად კაცთა, ვითარცა იყვნენ საქმენი მათნი.27. ჟამმან ერთმან ჭირისამან დაავიწყის შუებაჲ და აღსასრულსა კაცისასა გამოჩინებაჲ საქმეთა მისთაჲ.28. აღსასრულადმდე ნუ ჰნატრი კაცსა, რამეთუ ნაშობთაგანცა გულისხმა-ყავ კაცისაჲ.29. ნუ ყოველსა კაცსა შეიყვანებ სახიდ შენდა, რამეთუ მრავალ სადარნე არს ეშმაკისაჲ.30. ვითარცა კაკაბი მძევალი განმზადებულ არნ გაჲლაკთა შიგან, ეგრეცა გული ამპარტავანისაჲ განმზადებულ არნ ზაკუვად, და ვითარცა ებგური ერთი ებგურობნ დაცემასა,31. რამეთუ კეთილსა მას შენსა ბოროტად გარდაქცევად მზირინ და სათნოებასა მას შენსა ზედა დადვას ბიწი.32. ნაბერწყლისაგან ცეცხლისა განმრავლდიან ნაკუერცხალნი და კაცი ცოდვილი სისხლსა მზირინ.33. ეკრძალე უკეთურისა მისგან, რამეთუ იგი ძჳრსა ნივთებნ, ნუუკუე საყუედრელად საუკუნოდ მიგცეს შენ.34. შიგან თუ ივლებდე უცხოსა, განგდრიკოს შენ დღესა მას განკრთომისასა და უცხო-გქმნეს შენ სახლეულთაგან შენთა.