1. ქველს თუ იქმოდი, უწყიმცა, ვისთჳს-იგი ქველს იქმ, რაჲთა იპოვონ მადლი ქველისსაქმისა მის შენისაჲ.2. კეთილი უყავ შენ ღმრთისმსახურსა და ჰპოვო მისაგებელი, და არა თუ მისგან, არამედ ღმრთისა მიერ.3. არასადა პოვოს კეთილი, რომელი მოსწრაფე იყოს ძჳრსა. და რომელმან განყოს ჴელი თჳსი მიცემად საწყალობელისათჳს,4. ეც კეთილისმოქმედსა მას და ნუ ჴელსა აღუპყრობ ცოდვილსა.5. კეთილი უყავ მდაბალსა და ნუ ჰსცემ უღმრთოსა. დაპრკოლებულ იყავნ პური შენი და ნუ ჰსცემ მას, რაჲთა არა მრჩობლი ძჳრი ჰპოვო ყოვლისა მის წილ კეთილისა, რაჲ-იგი უყო მას.6. რამეთუ მაღალმანცა მოიძულნა ცოდვილნი და უღმრთოთა მიაგის მისაგებელი.7. ნუ თუალ-აღებ ცოდვილთა,8. რამეთუ არა საცნაურ არნ კეთილსა შინა მეგობარი და არცაღა დაეფარის ბოროტსა შინა მტერი.9. კეთილისა კაცისანი მწუხარე არიან მტერნი მისნი და ჭირსა შინა მისსა მეგობარნიცა მისნი გან-ვე-ეშორნიან.10. ნუ გრწამნ მტერი უკუნისამდე, რამეთუ ვითარცა რვალი დაგესლდის, ეგრეცა უკეთურებაჲ იგი მისი.11. და-ღა თუ-ბერდეს და მღუნარედ ვიდოდის, ეკრძალევე, დაიცევ თავი შენი მისგან და ექმნე მას, ვითარცა კაცი ერთი, რომელი განჰყჳნავნ სარკესა, და გულისხმა-ჰყო, რამეთუ არა უკუნისამდე დაგესლდეს.12. ნუ განამტკიცებ მას შენ ზედა. ნუუკუე სადამე მოაქციოს მან და დაიპყრას სამკჳდრებელი შენი. ნუ დაისუამ მას მარჯულ შენსა, რაჲთა არა მიგთხოვოს საჯდომელი შენი ჭეშმარიტი. და უკუანაჲსკნელ მოიჴსენნე სიტყუანი ესე ჩემნი და მცნებათა ჩემთა ზედა ინანდე.13. ვინმე შეიწყალოს მსახრვალი, გუელმან თუ სცეს მას, ანუ თუ ყოველთა, რომელთა ჴელნი მიყვნიან და შეახიან პირსა მჴეცისასა,14. ეგრეცა რომელი შეეხოს ცოდვილსა კაცსა, თანა შეესუაროს ცოდვათა.15. ეგევითარი ჟამ ერთ შენ თანა დაბრკოლდეს და თუ მიჰრიდო, ვერ დაითმინოს.16. ბაგითა დაგიტკბნებოდის მტერი და გულითა თჳსითა ზრახვიდის შთაგდებასა შენსა ჴნარცუად. თუალთა მისთა აიძულებდეს მტერი ცრემლთა და თუ იპოვოს ჟამი, არა განძღებოდის სისხლითა შენითა.17. ჭირი თუ რაჲმე შეგემთხჳოს შენ, პირველადვე იგი მუნ ჰპოვო და მიზეზად შეწევნისად დაგიდებდეს შენ საცთურსა ტყუვილისასა.18. თავსა მისსა ყრიდეს და ჴელთა მისთა იტყუელვიდეს და მრავალსა ცუნდრუკებდეს და მიმოიქცევდეს პირსა მისსა.