1. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა უბრკუმა ენითა თჳსითა და არა იკდიმა იგი იჭჳთა მით ცოდვისაჲთა.2. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა სთნდეს თავი თჳსი და რომელი არა განვარდეს სასოებისაგან თჳსისა.3. კაცისა სულმოკლისაჲ არა შუენის სიმდიდრე და კაცსა მოშურნესა რადმე უცნ ფასი.4. რომელი დაჰკრებდეს თავისა თჳსისა ნაწილსა, იგი შეუკრებს სხუათა.5. რომელი თავისა თჳსისათჳს ბოროტ იყოს, მან სხუასა ვითარ კეთილი უყოს? და ვერსადა იშუებდეს ნაყოფისაგან თჳსისა.6. არაჲ უძჳრჱს არს მისსა, რომელი შურობდეს თავსა თჳსსა და ესე არს ნაწილი უკეთურებისა მისისაჲ.7. კეთილიღა თუ რაჲმე ყვის, იგიცა დავიწყებითვე ყვის, და აღსასრულსა გამოაჩინის უკეთურებაჲ იგი თჳსი.8. ბოროტ არს, რომელმან თუალ-უყვნეს შურით, მან ცოდოს თუალითა და გარემოაქციოს სულები.9. თუალი ანგაჰრი არა განძღის ნაწილითა და სიცრუვემან უკეთურებისამან განაჴმნის სულნი.10. თუალი ძჳრი მოძნე არნ ტაბლასა ზედა და ჴუებულ იქმნის იგი განრისხებული ტაბლათა ზედა.11. შვილო ჩემო, ვიდრე ჴელ-გეწიფოს, კეთილი უყავ თავსა შენსა და უფლისა მსხუერპლნი ღირსნი შეწირენ.12. მოიჴსენე, რამეთუ სიკუდილმან არა ყოვნის და ჯოჯოხეთმან დრო არა უყვის.13. ვიდრე სიკუდიდმდე კეთილსა უყოფდ მეგობარსა შენსა და, რავდენ ძალ-გედვას, შეეწიე მას ჴელითა შენითა.14. ნუ დააკლდები დღეთა შენთა კეთილსა და ნაწილნი იგი გულისსათქუმელთა შენთანი ნუ შეგცთებიედ შენ.15. რაჲთა არა უცხოთა დაუტეო ნაშრომი შენი და არცა ნაწილი შენი განყოფად წილით.16. სიკუდილის შენის წინა იქმოდე სიმართლესა, მიეც, მოიღე და წმიდად დაიმარხე სული შენი, რამეთუ არა არს ჯოჯოხეთს შინა ძიებაჲ ფუფუნებისაჲ.17. ყოველივე ჴორციელი, ვითარცა სამოსელი, განკფდეს. რამეთუ აღთქუმაჲ იგი დასაბამითგან სიკუდილით მოკუდეს.18. ვითარცა ფურცელი გამოცენებული ხესა ზედა ვარჯოვანსა რომელიმე დამოსცჳვის და რომელიმე გამოესხის, ეგრე არს ნათესავი ყოველთა ჴორციელთაჲ: რომელიმე იშვეს და რომელიმე მოკუდეს.19. ყოველსავე საქმესა დალპოლვადსა მოაკლდეს და მოქმედიცა იგი თანავე წარწყმდეს.20. ნეტარ არს კაცი, რომელი სიბრძნესა ზრახვიდეს და ზრახვითა მეცნიერებისაჲთა იტყოდის.21. რომელი ზრახვიდეს ზრახვათა მისთა გულსა შინა თჳსსა, დაფარულნი იგი მისნი გულისხმა-ყვნეს.22. განვედ და შეუდეგ მას, ვითარცა მეკუალე, და უმზირდი გზათა მისთა.23. რომელი აღიწუდებინ და იჭჳრობნ სარკუმლით მისით და კართა მისთა მორჩილ ექმნის.24. რომელი გარდაჰჴდეს მახლობელად კარავსა მისსა.25. და დაადგრეს სავანესა მას კეთილსა.26. მიაწყვნეს ნაშობნი თჳსნი საგრილსა მისსა და რტოთა მისთა ქუეშჱ დაიმკჳდროს.27. იგრილობდეს იგი საფარველსა მისსა ქუეშჱ სიცხისაგან, დიდებულებასა მისსა ქუეშჱ მყოფ იყოს.