1. რომელთა ეშინოდის უფლისა, ყონ ესე, და რომელნი წარწევნულ იყვნენ შჯულსა მისსა, მათ შეიკრძალონ იგი.2. მოეგებვოდის მათ, ვითარცა დედაჲ, და ვითარცა ცოლმან სახნიერმან შეიწყნაროს იგი.3. აჭამა მას პური იგი სიბრძნისაჲ და ასუა მას ღჳნოჲ გონიერებისაჲ.4. დაემტკიცოს მას ზედა და არა მიდრკეს; ესვიდეს მას და არა ჰრცხუენოდის.5. აღამაღლოს იგი უფროჲს მახლობელთა მისთა და შორის ერსა აღუღოს პირი მისი.6. აღავსოს იგი სულითა მით ზრახვისაჲთა და შთააცუას მას სამკაული იგი დიდებისაჲ და დაადგას გჳრგჳნი იგი სიბრძნისაჲ და სიხარულისაჲ თავსა მისსა. და სახელი საუკუნოჲ დაუმკჳდრის მას.7. არასადა შეეწინენ მას კაცნი უგუნურნი და კაცთა უშჯულოთა ვერ იხილონ იგი.8. განაშორონ იგი ამპარტავანებისაგან და კაცნი ცრუნი არა მოჴსენებულ იყვნენ მისა.9. არა შუენიერ არს ქებაჲ პირსა ცოდვილისასა, რამეთუ არა უფლისა მიერ მოვლინებულ არნ.10. რამეთუ სიბრძნესა შინა დაიმკჳდრის ქებამან და უფალმან თავადმან განუმარჯჳს მას.11. ნუ იტყჳ, ვითარმედ: უფლისაგან განვდგე. რამეთუ რაჲ-იგი მან მოიძულა, მე არა ვქმენ.12. და ნუცა ეგრე იტყჳ, ვითარმედ: მან მაცთუნა მე. რამეთუ არა უჴმან მას კაცნი ცოდვილნი.13. ყოველი საძაგელებაჲ მოიძულა უფალმან და არა არს სიყუარული მათი მოშიშთა მისთა თანა.14. თავადმან დასაბამითგან შექმნა კაცი და მიუტევა იგი ჴელთა ნებისა მისისათა.15. გინდეს თუ დაიცვნე მცნებანი მისნი და სარწმუნოებაჲ ჰქმნე სათნოთა თანა,16. დაგიდგა შენ წინაშე ცეცხლი და წყალი და, რომელსაცა გინდეს, მიჰყო ჴელი შენი.17. წინაშე კაცისა არს სიკუდილი და ცხორებაჲ. რაჲცა ვინ შეიყუაროს, მიეცეს მას.18. რამეთუ მრავალ არს ძალი უფლისაჲ, ძლიერ არს ძალითა და ჰხედავს ყოველთა.19. და თუალნი მისნი მოშიშთა მისთა ზედა, და თავადმან უწყნის საქმენი კაცთანი.20. და არავის ამცნო უღმრთოებაჲ და არცაღა ვინ ფლობილ-ყო ცოდვად.