1. უფალმან შექმნა კაცი ქუეყანისაგან და მერმე მუნვე მიაქცია.2. რიცხჳ დღეთაჲ და საზომი ჟამთაჲ მისცა მათ და ფლობილ-ყვნა იგინი მათ ზედა.3. რაოდენცა ძალ-ედვა მათ, ეგოდენცა შთააცუა მათ ძლიერებაჲ და მსგავსად თჳსა შექმნა იგი.4. სასტი და შიში დასდვა ყოველსა ზედა ჴორციელსა, უფლებაჲ მჴეცთა ზედა და მფრინველთა;6. გული მეცნიერებისაჲ, თუალნი და ყურნი მისცნა მათ,7. სიბრძნითა და მეცნიერებითა აღავსნა იგინი, კეთილი და ბოროტი უჩუენა მათ.8. დასხნა თუალნი გულსა შინა მათსა, რაჲთამცა უჩუენა მათ სიმდიდრჱ იგი საქმეთა მისთაჲ.10. და სახელსა მას სიწმიდისა მისისასა უგალობდენ, რაჲთა მიუთხრობდენ სიმდიდრესა საქმეთა მისთასა და სახელითა სიწმიდისა მისისაჲთა აქებდენ მას.11. შესძინა მათ მოძღურებაჲ მეცნიერებისა თჳსისაჲ და შჯული ცხორებისა მისისაჲ დაუმკჳდრა მათ.12. და აღთქუმაჲ საუკუნოჲ დაადგინა მათ თანა.13. საკჳრველებაჲ დიდებისა მისისაჲ იხილეს თუალთა მათთა და დიდებაჲ ჴმისა მისისაჲ ესმა ყურთა მათთა.14. ჰრქუა მათ: ეკრძალენით ყოვლისაგან უკეთურებისა. და ამცნო მათ კაცად-კაცადსა მოყუსისათჳს.15. გზანი მათნი მის წინაშე არიან მარადის და არა დაემალნიან პირისაგან მისისა.17. თითოეულად წესსა მათსა ზედა დაადგინნა მათ ზედა წინაწარმეტყუელნი, ხოლო თჳსა ნაწილად გამოირჩია ისრაელი.19. ყოველნი საქმენი მისნი ვითარცა მზჱ წინაშე მისსა და თუალნი მისნი ჰხედვენ ყოველთა გზათა მისთა.20. არა დაეფარნეს სიცრუვენი მათი მისგან და ყოველნი ცოდვანი მათნი წინაშე მისსა არიან.22. წყალობაჲ კაცისაჲ ვითარცა ბეჭედი არს მის თანა და მადლი კაცისაჲ ვითარცა გუგაჲ თუალისაჲ დაიცვის.23. ამისა შემდგომად განაღჳძოს და მიაგოს მათ მისაგებელი, თავთა მათთა მიაგოს.24. ხოლო მონანულთა ფართო-უყო მოქცევაჲ სინანულისა მათისაჲ და ნუგეშინის-სცა ნაკლულევანთა.25. მოიქეცით უფლისა და დაუტევეთ ცოდვაჲ. ილოცევდ მის წინაშე და განკაფე ცოდვაჲ შენი.26. ყავ მოსაჴსენებელი შენი მაღლისა და გარემოაქციე სიცრუვისაგან. ფრიად მოიძულე საძაგელებაჲ.27. მაღალსა ვინმე აქებდეს ჯოჯოხეთს შინა ცხოველთა წილ, რომელნი აღუვარებენ მას;28. რამეთუ მკუდრისაგან ვითარცა არაყოფილისაგან წარწყმდა აღსაარებაჲ. ცხოველნი და ცოცხალნი აქებენ უფალსა;29. რამეთუ დიდ არს წყალობაჲ უფლისაჲ. რომელთა მოაქციონ, მოტევებაჲ პოონ სინანულითა.30. რამეთუ ვერ ეგების, ვითარმცა ყოველივე სარგებელ-ეყო კაცთა, რამეთუ არა უკუდავ არს ნაშობი კაცთაჲ.31. რაჲმე უნათლჱს არს მზისა? და იგიცა ნაკლულევანვე არს. და უკეთურ არიან ზრახვანი სისხლისა და ჴორცთანი.32. ძალი სიმაღლისა ცათაჲსაჲ მან ხოლო უწყის განზომად, ხოლო კაცნი ყოველნი მიწანი და ნაცარნი არიან.