1. ქვითა შებღალულითა დაცემულ არს მედგარი, ყოველმანვე დაისტჳნის და დაუკჳრდის გინებაჲ იგი მისი.2. ფუნითა შებღალულ არს მედგარი, ყოველმანვე, რომელმან შებმა-უყოს მას, განყარნეს ჴელნი.3. სარცხჳნელ არიედ მამისა შვილნი უსწავლელნი და სული ნაშობი ნაკლულვანადი.4. ასული ნაშობი გონიერი მკჳდრობა არს ქმრისა თჳსისა, ხოლო საზრუნველი იგი სარცხჳნელ არნ მამა-დედათა თჳსთა.5. მამასა და ქმარსა არცხჳნის დედაკაცმან ცხარმან და ორთაგანვე საძულელ იქმნის.6. სახიობაჲ გლოვასა ვითარცა სიტყჳს თხრობაჲ უჟამოჲსაჲ, ხოლო სწავლაჲ და მოძღურებაჲ ყოველსა ჟამსა სიბრძნე არს.9. ვითარცა ვინ განჰკერავნ კეცსა, ეგრე არს, რომელი ასწავებდეს უგუნურსა. და ვითრცა ვინ აღადგინებნ მძინარესა ყშირისაგან ძილისა.10. და უთხრობნ იგი მრულალთა, რომელი უთხრობნ ცოფსა, და დასასრულსა სადამე თქჳს, რასა იტყოდე.11. სტიროდე მკუდარსა, რამეთუ მოაკლდა ნათელი, და ცოფსა სტიროდე, რამეთუ მოაკლდა გონებისაგან. მცირედ სტიროდე მკუდარსა, რამეთუ შეისუენა, ხოლო უგუნურისაჲ მის ცხორებაჲ უძჳრჱს არს სიკუდილისა.12. გლოვაჲ მკუდარსა ზედა შჳდ დღჱ არს, ხოლო ცოფისაჲ მის და უგუნურისაჲ საგლოველ არიან ყოველნი დღენი ცხორებისა მისისანი.13. კაცისა უგუნურისა თანა ნუ განამრავლებ სიტყუასა და მის თანა გზასა ნუ ხუალ. ეკრძალე მისგან, რაჲთა არა დაგაშროს შენ და არა შეგაგინოს შენ. რაჟამს განიყაროს იგი, მიაქციე მისგან და ჰპოვო განსუენებაჲ, და არა საწყინელ გექმნეს შენ ურცხჳნოებაჲ იგი მისი.14. ბრძენისა ოდენ რაჲმე დამძიმდის ანუ რაჲმე სახელ-აც მას, არამედ ცოფ?15. მარილი და ქჳშაჲ და შანთეული რკინისაჲ უადვილჱს არს ტჳრთვად, ვიდრეღა არა კაცი უგუნური.16. ვითარცა-იგი შენებული სახლი სათხჳპლოვანი ჟამსა ძრვისასა არა დაირღჳს, ეგრეცა გული დამტკიცებული ზრახვასა ზედა გონებისასა ჟამსა არა დაჰჴსნდეს აღტეხისა მისისასა.17. გული დამტკიცებული ზრახვასა ზედა სიბრძნისასა ვითარცა სამკაული პირად-პირადი მძივგანდგმული კედელსა ლესულსა;18. და ვითარცა სარნი რაჲმე მაღალსა ზედა დგანედ და ქარითა იძრვიედ, ეგრეცა გული მედგარი ზრახვათა ზედა სიცოფისათა ყოველსა შიშსა ვერ დაუთმის.19. შე-თუ რაჲმე ვინ-სცეს თუალსა, გარდამოითხიის ცრემლი. და რომელმან განარისხის გული და გამოაჩინის სახჱ თჳსი.20. რომელი ესრინ მფრინველთა, წარასხნის იგი; და რომელი აყუედრებნ მეგობარსა, განარღჳის მეგობრობაჲ.21. მეგობარსა ზედა მახჳლიღა თუ აღმოიმზადო, ნუვე წარჰკუეთ სასოებასა, რამეთუ არს მუნვე მისაქცეველ.22. და მეგობარსა ზედა აღ-ღათუ-აღო პირი, ნუ შეიგინებ, რამეთუ არს დაგებაჲცა, გარნა აყუედრებ ხოლო ნუ მას, ნუღაცა ამპარტავანებ მის ზედა, ნუცა ზრახვასა მისსა განუმარტებ, ნუცა სწყლავ ზაკუვით. ესე არიან, რომელთა განეყენნიან მეგობარნი ურთიერთას.23. სარწმუნო-ეყავ უპოვარებასა მეგობარსა შენსა, რაჲთა კეთილთა მისთა იხარებდე მის თანა. ჟამსა ჭირისასა დაუთმე და ერწმუნე მას, რაჲთა სამკჳდრებელთა მისთა თანა მკჳდრ იყო.24. ცეცხლისა წინა ალი და საჴუმილისა წინა კუამლი, ეგრეცა სისხლისა წინა ლალვაჲ.25. და გინებაჲ და მარხვაჲ ჩემ თანა მეგობრისაჲ არა სირცხჳლ-მიჩნდეს და პირისაგან მისისა მე არა დავემალო.26. და ჭირი თუ რაჲმე მხუდეს მე მისთჳს, იგიცა არავე სირცხჳლ-მიჩნდეს მე მისთჳს. რამეთუ ყოველსა, რომელსა ესმეს მისი, ეკრძალებოდის მისგან.27. ვინ მცეს მე საცოჲ პირსა ჩემსა და ბაგეთა ჩემთა ბეჭედი სარწმუნოჲ, რაჲთა არა დავეცე მისგან და ენამან ჩემმან არა დამამჴუას მე.