ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვამდე
3. მე პირისაგან მაღლისა გამოვედ და, ვითარცა ნისლმან, დავფარე ქუეყანა.4. მე მაღალთა შინა დავემკჳდრე და საყდარი ჩემი სუეტსა ღრუბლისასა.5. სიმრგულე ცისა მოვლე მარტომან და სიღრმესა უფსკრულთასა ვიდოდე6. ღელვათა ზღჳსათა, ყოველსა ქუეყანასა და ყოველსა ზედა ერსა და ნათესავსა მოვიგე,7. ამისა შემდგომად განსასუენებელსა ვეძიებდ. ვისსა განვისუენო?14. ვითარცა ნაძჳ ლიბანისა, ავმაღლდი და ვითარცა სარო... ვითარცა ფინიკი, ავმაღლდი. და ვითარცა ნერგი ვარდისა, ვითარცა ზეთისხილი შუენიერი ველსა ზედა ავმაღლდი, და ვითარცა ძელი ქვა15. და ვითარცა კინამო, ვითარცა ასფილადნი სულნელთა და ვითარცა მურმან რჩეულმან მივფინე სულნელება; ვითარცა ქალბანა და ფრჩხილი და გუნდრუკი საკმეველი კარავსა შინა16. მე, ვითარცა ბელეკონმან განვირთხენ შტონი ჩემნი და შტონი ჩემნი შტონი დიდებისა და მადლისანი17. მე, ვითარცა ვენაჴმან, აღმოვაცენე მადლი და ყუავილი ჩემი, ნაყოფი დიდებისა და სიმდიდრისა19. მოვედით ჩემდა, რომელთა გსურის ჩემდა და ნაყოფთა ჩემთაგან აღივსენი20. რამეთუ საჴსენებელი ჩემი უფროს თაფლისა ტკბილ არს და სამკჳდრებელი ჩემი უფროს თაფლისა გოლეულისა; რომელნი ჭამდენ21. მერმე შიოდისვე და რომელნი სუმიდენ, მერმე სწყუროდისვე; რომელი მერჩდეს, არა ჰრცხუენოდის, და22. რომელნი იქადოდიან ჩემდა მომართ, არა ცოდონ