1. სამითა ამით ჯერითა შევიმკვე და სამითა ამით განვშუენდი: ერთობითა ძმათაჲთა და სიყუარულითა მოყუსისაჲთა, ცოლისა და ქმრისა ურთიერთას ერთობითა.2. სამი ესე ჯერი არს, რომელ მოიძულა სულმან ჩემმან და ფრიად მოვიძაგე ცხორებაჲ იგი მათი: გლახაკი მზუაობარი და გლახაკი მტყუვარი, მდიდარი მტყუვარი, ბერი სულელი და ნაკლულევანი გონებითა.3. უკუეთუ სიყრმესა მას შინა არა მოიპოვე შენ გონებაჲ, აწ სიბერესა ვინ მოგცეს შენ გონებაჲ?4. ვითარღა შუენიერ არიან მჴცოვანთა თანა სამართალნი და მოხუცებულთაჲ მათ და გულისხმისყოფაჲ მეცნიერებისაჲ.5. რამეთუ შუენიერ არს მოხუცებულთა თანა სიბრძნჱ.6. და სიქადული მათი არს შიში უფლისაჲ.7. ცხრაჲ ესე ზრახვაჲ ვერ გულისხმისსაყოფელ არს. ვინატრე გულითა ჩემითა და მეათესა ამას ვიტყჳ ენითა ჩემითა: კაცი, რომელი იხარებდეს შვილთა ზედა და ცხორებასავე მისსა იხილოს დაცემაჲ იგი მტერისაჲ,8. და იგი ნეტარ არს, რომელი ცხოველ არს ცოლისა თანა გონიერისა და რომელი არა სცთა ენითა თჳსითა.9. ნეტარ არს, რომელმან პოვა სიბრძნჱ და რომელი უთხრობდეს მას ყურთა მორჩილთა.10. დიდ დიდება არს, რომელმან პოვა სიბრძნჱ, ხოლო ეგოდენ არავე არს, ვითარ მოშიში უფლისაჲ.11. შიშმან უფლისამან ყოველსა გარდაჰმატა. რომელმან მოიგოს, რასა მიემსგავსოს იგი?13. ყოველივემცა გუემაჲ არს და ნუმცა არს გუემაჲ იგი გუელისაჲ, ყოველივემცა სიბრძნჱ არს და ნუმცა არს სიბოროტჱ იგი დედაკაცისაჲ.14. ყოველიმცა ზედამისლვაჲ არს და ნუმცა არს ზედამისლვაჲ მოძულეთაჲ. ყოველიმცა შურისგებაჲ არს და ნუმცა არს შურისგებაჲ იგი მტერისაჲ.15. არა არს თავ სხუა უფროჲს თავისა მის გუელისა და არა არს სხუა გულისწყრომა უფროჲს გულისწყრომისა მის მტერისა, და არა არს სხუა სიბოროტჱ უფროჲს სიბოროტჱსა მას დედაკაცისასა.16. შჯობს სახლეულობაჲ ლომისაჲ და ვეშაპისაჲ, ვიდრეღა-არა სახლეულებაჲ დედაკაცისა თანა ბოროტისა.17. სიბოროტემან დედაკაცისამან ფერი პირისაჲ უფერულ ქმნის ქმარსა თჳსსა, უფროჲს რაჟამს მრუდ იპყრის პირი და შეჰბრდჳნავნ, ვითარცა დათჳ.18. არნ ღათუ ქმარი იგი მისი ინაჴით მჯდომარჱ მოყუასთა თჳსთა თანა, რაჟამს ჴსენებაჲ რაჲმე არნ, ქმარმან მისმან სულთ-ითქუნის.19. ყოველივე სიბოროტჱ უმცირჱს არნ სიბოროტესა მას დედაკაცისასა, ნაწილად ცოლისა ჰხუედინ იგი და სამკჳდრებელსა უღმრთოთასა შევედინ იგი.20. ვითარცა აღმართი მქჳშროვანი ფერჴთა მოხუცებულისათა, ეგრეცა დედაკაცი ცხარი ქმრისა მშჳდისა თანა.21. ნუ შეიტყუვები სიკეთესა დედაკაცისასა, ნუცა მოჰლბები მყოვარ ხედვასა მას მისსა და ნუ გული-გითქუამნ დედაკაცისა.22. რამეთუ რისხვაჲ და ურიდებაჲ და სირცხჳლი დიდი არს, დედაკაცი რაჟამს უბრძანებნ ქმარსა თჳსსა.23. გულის შემუსრვა და თავის დაკიდება და წყლულება გულის დედაკაც, დევი სახლსა შინა; ჴელნი დათხეულ და მუჴლნი დაჴსნილ დედაკაცმან, რომელმან არა ნეტარ ჰრქუა ქმარსა თჳსსა.24. დედაკაცისაგან იყო დასაბამი ცოდვისაჲ და მის ძლით მას ყოველნი მოსწყდებიან.25. ნუ უტეობ განსლვად და განფენად წყალსა და ნუცა დედაკაცსა ბოროტსა კადნიერებას.26. უკუეთუ არა მოგესწავლოს ჴელსა შენსა, ჴორცთა შენთაგან მოიკუეთე და განაგდე.