1. სიბრძნჱ იქებს თავსა თჳსსა და შორის ერსა თჳსსა იქადოდის.2. ეკლესიათა შინა აღაღოს პირი თჳსი და წინაშე ერსა თჳსსა იქადოდის ქრისტჱს შობასა.3. მე პირისაგან მაღლისა გამოვედ და, ვითარცა ნისლმან, დავფარე ქუეყანა.4. მე მაღალთა შინა დავემკჳდრე და საყდარი ჩემი სუეტსა ღრუბლისასა.5. სიმრგულე ცისა მოვლე მარტომან და სიღრმესა უფსკრულთასა ვიდოდე6. ღელვათა ზღჳსათა, ყოველსა ქუეყანასა და ყოველსა ზედა ერსა და ნათესავსა მოვიგე,7. ამისა შემდგომად განსასუენებელსა ვეძიებდ. ვისსა განვისუენო?8. მას ჟამსა მამცნო მე შემოქმედმან მან ყოვლისამან, და რომელმან დამბადა მე, განსასუენებელ მცა მე კარავსა მისსა და მრქუა მე: შორის იაკობსა დაეშჱნე და ისრაელი იყავნ საბრძანებელად შენდა.9. წინაშე საუკუნეთასა დასაბამითგანვე დამბადა მე და მიუკუნისამდე არა მოაკლდეს.10. კარავსა მისსა მის წინაშე ვჰმსახურებდე მას11. და ისრაელი არს საბრძანებელად ჩემდა.12. დავემკჳდრო ერსა შორის დიდებულსა და ნაწილსა მკჳდრობისა ჩემისასა. მთასა უფლისასა დავემტკიცე ბზობასა.14. ვითარცა ნაძჳ ლიბანისა, ავმაღლდი და ვითარცა სარო... ვითარცა ფინიკი, ავმაღლდი. და ვითარცა ნერგი ვარდისა, ვითარცა ზეთისხილი შუენიერი ველსა ზედა ავმაღლდი, და ვითარცა ძელი ქვა15. და ვითარცა კინამო, ვითარცა ასფილადნი სულნელთა და ვითარცა მურმან რჩეულმან მივფინე სულნელება; ვითარცა ქალბანა და ფრჩხილი და გუნდრუკი საკმეველი კარავსა შინა16. მე, ვითარცა ბელეკონმან განვირთხენ შტონი ჩემნი და შტონი ჩემნი შტონი დიდებისა და მადლისანი17. მე, ვითარცა ვენაჴმან, აღმოვაცენე მადლი და ყუავილი ჩემი, ნაყოფი დიდებისა და სიმდიდრისა19. მოვედით ჩემდა, რომელთა გსურის ჩემდა და ნაყოფთა ჩემთაგან აღივსენი20. რამეთუ საჴსენებელი ჩემი უფროს თაფლისა ტკბილ არს და სამკჳდრებელი ჩემი უფროს თაფლისა გოლეულისა; რომელნი ჭამდენ21. მერმე შიოდისვე და რომელნი სუმიდენ, მერმე სწყუროდისვე; რომელი მერჩდეს, არა ჰრცხუენოდის, და22. რომელნი იქადოდიან ჩემდა მომართ, არა ცოდონ23. ესე ყოველი წიგნი არს მცნებათა უფლისათაჲ, მეცნიერებაჲ ჭეშმარიტებისაჲ ჩუენ ზედა, შჯული, რომელი ამცნო მოსჱ სამკჳდრებელად ერსა მას იაკობისსა.25. რომელმან პირისპირ აღავსის ვითარცა ფისონი სიბრძნე და ვითარცა დალღათი დღეთა მათ ზაფხულისათა.26. რომელმან აღავსის სიბრძნითა, ვითარცა ევფრატი, და გონიერებითა აღავსის, ვითარცა იორდანჱ დღეთა მკისათა.27. რომელმან გამოაცხადის, ვითარცა ნათელი სწავლულებაჲ და ვითარცა გეონი დღეთა მათ სთულისათა.28. არა პირველთა მათ დასაბამსა მეცნიერებისასა შეუძლონ წევნად, ვერცა უკუანაჲსკნელთა მათ გამოიძიონ მისი.29. რამეთუ ზღჳსაგან განმრავლდა გონებაჲ მისი და ზრახვანი მისნი უფსკრულთაგან მრავალთა.30. და მე, ვითარცა ჯურღმული ერთი მდინარისაგან და ვითარცა ნაკადული ერთი, რაჟამს მქანრ დინ სამოთხედ მიმართ,31. ვთქუ: მოვრწყო მტილები ჩემი და დავათრო ყუერბები ჩემი. და ესერა, მექმნა მე ნაკადული იგი მდინარჱ დიდ და მდინარჱ ჩემი შემექმნა ზღუად.32. აწ აღვიმსთო და განვანათლო მოძღურებაჲ ჩემი, ვითარცა ცისკარი, რაჲთა მიბრწყინვიდეს მიშორადმდე.33. უფროჲს განვჰფინო მოძღურებაჲ, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ. განუყო იგი ნათესავთა უკუნისამდე.34. აწ იხილეთ, რამეთუ არა ჩემთჳს ხოლო ვშუერ, არამედ ყოველთათჳს, რომელნი ეძიებენ მას.