1. დედაკაცისა სახნიერისაჲ ნეტარ არს ქმარი მისი და რიცხუნი დღეთა ცხორებისა მისისათანი ორ წილ შეურაცხიედ გონებასა მისსა.2. დედაკაცმან გონიერმან ახარის ქმარსა თჳსსა და წელიწადნი ცხორებისა მისისანი აღავსნის მშჳდობითა.3. დედაკაცი სახნიერი ნაწილი არს კეთილი და ნაწილად მოშიშსა უფლისასა მიეცეს იგი.4. გინათუ მდიდარი იყოს, გინათუ გლახაკ, გულიმცა მისი უხუ არს და ყოველსა ჟამსა პირი მისი მხიარულად ეგოს.5. ამით სამითა სახითა შეწუხნა გული ჩემი და მეოთხესა ამას პირსა ზედა ვილოცე: ენის ყოფაჲ ქალაქსა შინა ერისა მიმართ მრავლისა და ცუნდრუკებაჲ ცუდადი უძჳრჱს არს სიკუდილისა.6. სალმობა გულის და გლოვა გონების დედაკაცი მაცილობელი კაცისა მიმართ გონიერისა, გუემაჲ იგი ენისაჲ ყოველთავე კმა-ეყვის.7. ვითარცა ჴარსაღა უღელი ერყევინ, ეგრესახედ არს დედაკაცი უკეთური, და რომელი შეეხოს მას, ვითარმცა ვინ აღი-ღო ღრიაკალი ჴელითა.8. რისხვაჲ დიდი არს დედაკაცი მომთრვალჱ და სარცხჳნელიცა თჳსი ვერ დაიფარის.9. სიძვაჲ დედაკაცისაჲ განლიგებითა თუალთა მისთაჲთა და წამწამებაჲ თუალთა მისთაჲ ამხილებნ მას.10. ასულსა ზედა ურცხჳნოსა განამრავლე კრძალულებაჲ შენი, რაჲთა არა პოვოს განსუენებაჲ და წარტევებულ იყოს თავით თჳსით.11. თუალგანტევებულისა მისგან ეკრძალებოდე და ნუ გიკჳრნ შე-თუ რაჲმე-გცოდოს შენ.12. ვითარცა მოგზაურმან წყურიელმან პირი თჳსი აღაღის და ყოვლისა მისგან მახლობელისა წყლისა შერეულად სუამნ, და ყოველსა მანასა დამოეკიდებინ და ყოველსა ისარსა განუმზადის კაპარჭი.13. მადლმან დედაკაცისამან მხიარულ-ყვის ქმარი თჳსი და ძუალნი მისნი განპოხნის გონიერებითა თჳსითა.14. ნიჭი უფლისა მიერ არს დედაკაცი მშჳდი და არა აბს სასყიდელ სწავლულსა მას ასულსა.15. მადლი მადლსა ზედა არს დედაკაცი მორცხუჱ და არა ესწორების სარწმუნოსა მას ასულსა.16. ვითარცა მზჱ აღმობრწყინდის მაღლით უფლისაჲთ, ეგრეცა სამკაულ არს სიკეთე დედაკაცისა კეთილისაჲ სახლსა შინა თჳსსა.17. სანთელი განმანათლებელი არს ზედა სასანთლესა წმიდასა, ეგრეცა ქმნულკეთილობაჲ პირისაჲ ზედა დამტკიცებულსა მას ლანკლასა.18. ვითარცა სუეტნი ოქროჲსანი ზედა ხარისხსა ვეცხლისასა, ეგრეცა ფერჴნი შუენიერნი დაწყობილნი ბჭეთა ზედა.28. ორსა ამას ზედა შეზრუნდა გული ჩემი და მესამესა ზედა გულისწყრომაჲ დიდი შემემთხჳა: კაცი მჴნჱ რაჟამს მოუძლურებულ არნ უპოვარებითა, და კაცნი გონიერნი რად შეურაცხ იქმნიან უგუნურთაგან, და კაცმან მართალმან თუ მიაქციოს მათვე ცოდვათა შემდგომად მრავალთა შრომათა. უფალმან მისცა ერი თჳსი მახჳლსა.29. არა განარინოს ვაჭარმან თავი თჳსი ცოდვასა, არცაღა იჴსნეს მოფარდულმან თავი თჳსი ურჩულოებისაგან.