1. უძილებამან სიმდიდრისამან განადნვის ძუალნი და ზრუნვამან მისმან განაყენის ძილი.2. გულისსიტყუამან უძილებისამან მიუღის რული, სნეულებამან მძიმემან განაღჳძის ძილი.3. დაშურა მდიდარი იგი შეკრებითა მით ფასისაჲთა და განსუენებასა მისსა განძღა იგი ფუფუნებითა მისითა.4. დაშურა უპოვარებითა გლახაკი იგი ცხორებისა თჳსისაჲთა და განსუენებასა მისსა ჴუებულ იქმნა იგი.5. რომელსა უყუარდეს ოქროჲ, არა განმართლდეს, და რომელი მიუდგეს განსაჴრწნელსა, მითვე განძღეს.6. მრავალნი მიეცნეს დაცემად ოქროჲსა ძლით და შეიქმნა წარსაწყმედელი მათი წინაშე პირსა მათსა.7. ხჱ საცთურისაჲ არს მათ თანა, რომელნი კერპობენ მას ქუეშჱ; და ყოველივე უგუნური შეიმუსროს მას შინა.8. ნეტარ არს მდიდარი, რომელი იპოვა უბიწოდ და კუალსა ოქროჲსასა არა შესცთა.9. ვინმე არს იგი? დავნატროთ მას, რამეთუ ყო საკჳრველი შორის ერსა მისსა.10. ვინ არს, რომელი გამოიცადა მას შინა და სრულ იპოვა იგი? და იყოს იგი ჩუენდა სიქადულ; ვის უნდა თანაწარსლვაჲ მისი და არა წარჰჴდა და საქმჱ ცოდვისაჲ არა ქმნა.11. დამტკიცებულ იყვნენ კეთილნი იგი მისნი მის თანა და წყალობასა მისსა უთხრობდეს ერი.12. უკუეთუ ტაბლასა ზედა მდიდარსა დაჯდომილ ხარ, ნუ აღაღებ პირსა შენსა ნაყროვანებად და ნუ იტყჳ გულსა შენსა, ვითარმედ მრავალ ძეს მას ზედა.13. მოიჴსენე, ვითარ ბოროტ არს თუალი უკეთური. თუალისა უბოროტჱს რაჲმე არს დაბადებულთა შინა ღმრთისათა? ამისთჳსცა ყოველთა პირთა უპირატჱს ცრემლოვინ.14. ამისთჳს რასა მიჰხედოს მაგან, შენ ნუ გული აღგიცხრებინ მის თანა მიყოფად პინაკსა.15. გულისხმა-ყავ მოყუასი შენი თავით შენით, ყოვლითა ჯერითა განიზრახე შენ16. და მაშინ ვითარცა კაცმან რაჲ-იგი დაგიგოს, შენ ჭამე და ნუ ორითა იცოხნი, რაჲთა არა საძულელ იქმნე.17. პირველად შენ დააცადე სწავლულებისათჳს და ნუ იანგაჰრებ, რაჲთა არა სცთე.18. ნუ წარჰყოფ ჴელსა შენსა პირველად მათსა.19. ვითარღა კეთილ არს კაცისა სწავლულისა მცირედი იგი და ცხედართა მისთა ზედა ძენ და ექუნ.20. ძილი სიცოცხლისაჲ მუცელსა ზედა მცირესა აღდგა განთიად და გონებაჲ მისი მის თანა. სალმობაჲ უძილებისაჲ და რისხვაჲ დაუდნობელობისაჲ და წერტაჲ წელთაჲ კაცისა თანა უძღებისა.21. უკუეთუ იიძულე ჭამადთა მათ შინა შენთა, აღდეგ და განისუენე.22. ისმინე, შვილო ჩემო, და ნუ შეურაცხ-მყოფ მე და აღსასრულსა ჰპოვნე სიტყუანი ესე ჩემნი: ყოველთა საქმეთა შენთა იყავ მკჳრცხჱ და ყოველი სნეულებაჲ შენ არა შეგეხოს.23. პურად უხჳ აკურთხონ ბაგეთა და წამებაჲ სიკეთისაჲ არნ სარწმუნო.24. პურად ძჳრსა უდრტჳნავნ ქალაქი და წამებაჲ სიბოროტისა მისისაჲ არნ გულითად.25. ღჳნოსა ზედა ნუ ჰმამაკაცობ, რამეთუ მრავალნი წარწყმიდნა ღჳნომან.26. ბრძმედთა გამოცადნიან პირნი მახჳლთანი წდობითა, ეგრეცა ღჳნომან გულნი ამპარტავანთანი ლალვასა.27. სწორ ცხორების არს ღჳნოჲ კაცთაჲ, სუმიდეს თუ ვინმე წესიერად. რაჲ ცხორებაჲ არს ნაკლულევანთა ღჳნითა, რამეთუ იგი დაბადებული არს სიხარულად კაცთა.28. მხიარულად გულისა და სიხარულად სულისა, რომელმან სუას ღჳნოჲ საზომით.29. სიმწარჱ სულისა არს, რომელმან გარდარეულად სუას ბაძვითა და ჴდომითა,30. განმრავლდის მთრვალობაჲ უგუნურთაგან, მოაკლდის ძალი და დაჰკრიბის წყლულებაჲ წყლულებასა.31. ღჳნისა სუმასა შინა ღჳნითა ნუ აყუედრებ მოყუასსა შენსა, ნუცა საკიცხელ-ჰყოფ მას საშუებლითა შენითა, სიტყუასა ყუედრებისასა ნუ ეტყჳ მას და ნუცა აჭირვებ მას სესხის მოჴდასა შენსა.