1. წინამძღურად თუ დაგადგინებდენ, ნუ განჰლაღნები, არამედ იქმენ შენ მათ თანა, ვითარცა ერთი მათგანი. განიზრახე პირველად მათთჳს და მაშინღა დაჯედ პურად.2. და ყოველი საჴმარი შენი აღესრულოს. მაშინღა ინაჴ-იდგ და მადლითა შუენიერებისაჲთა მოიღო გჳრგჳნი.3. იტყოდე, მოხუცებულო, რამეთუ შეგაშუს შენ განმტკიცებულითა გონებითა, ნუ ლაღობითა სიღოდისაჲთა.4. სადა სმენისა ჟამი იყოს, მუნ ნუ განაგრძობ რისხვასა და ცუდად ნუ ჰჴელოვნებ.5. თუალი კარქიდონისაჲ სამკაულსა ოქროჲსასა შთასასუმელი, გამორჩევაჲ მემღერთაჲ შუენიერი ღჳნის სუმასა.6. ოქროჲთა ლესულსა შთასასუმელი თუალი ზმარაგდონი, ჴმაჲ იგი ტკბილი სუმასა ღჳნისასა.7. ეტყოდე: ჭაბუკო, საჴმარსა მას შენსა, რაჟამს ორგზის გინათუ სამგზის გკითხოს შენ.8. თავ-უყავ სიტყუაჲ იგი შენი მცირედი და მრავალთა სიტყუათა ზედა იყავ შენ ფრიად მეცნიერი და მუნქუეს ოდენ მდუმარი.9. შორის მდიდართა ნუ ესწორები და სადა მოხუცებულნი იტყოდიან, მუნ ნუსადა ჰზრახავ.10. ქუხილის წინა ისწრაფის ელვამან და მორცხუესა წინა უძღჳნ მადლი.11. ჟამსა განიღჳძე და ნუ დაიმცხუედებ. მიიწრაფე სახიდ შენდა.12. და ნუ უდებ-ჰყოფ. მუნ იმღერდი და ყავ ნებაჲ შენი და ნუ ცოდვით და ნუცა სიტყჳთა ამპარტავანებისაჲთა.13. და ყოველსავე ჯერსა აკურთხევდ შემოქმედსა შენსა და რომელმან დაგათრვოს შენ კეთილთაგან მისთა.14. რომელსა ეშინოდის უფლისა, ერჩდეს სწავლულებასა, და რომელთა აიმსთონ მისა, პოვონ მათ სათნოებაჲ.15. რომელნი ეძიებდენ შჯულსა, აღივსნენ მით და რომელნი ძმაცვულობდენ, შესცთენ მას.16. მოშიშთა უფლისათა პოონ სამართალი და სიმართლენი მათნი ვითარცა სანთელნი გამობრწყინდენ.17. კაცი ცოდვილი ერიდებინ შეტყუებასა და ნეფსით თჳსით პოვის განკითხვაჲ.18. კაცმან განმგულებელმან არა შეურაცხ-ყვის ზრახვაჲ უცხოქმნული იგი და ამპარტავანი არა ზრახავნ.19. განუზრახველად ნურას იქმ, რაჲთა საქმისა მის შემდგომად არა ინანდე.20. გზასა მას საცთურისასა ნუ ხუალ და არა დაჰბრკოლდე ქვოანსა მას უგზოსა.21. ნუ გრწამნ გზაჲ იგი წრფელი22. და შვილთა შენთაგანცა ეკრძალევე.23. ყოველთა შინა საქმეთა შენთა სარწმუნო-ეყავ სულსა შენსა. რამეთუ ესე იგი არს დამარხვაჲ მცნებათაჲ.24. რომელი სარწმუნო არნ შჯულსა, ეკრძალებინ მცნებათა, და რომელი ესვიდეს უფალსა, არასადა მოაკლდეს კეთილი.