1. მოშიშთა უფლისათა არა შეემთხჳოს ბოროტი და შე-ღათუ-ვარდეს განსაცდელსა, გან-ვე-არინოს იგი უფალმან.2. კაცმან ბრძენმან არა მოიძულოს შჯული, ხოლო მზაკუვარი მას თანა, ვითარცა ნიავქარსა შინა ნავი.3. კაცსა გონიერსა ჰრწამნ შჯული და შჯული იგი მას სარწმუნო ექმნის.4. განჰმზადე სიტყუაჲ და ეგრეცა სასმენელ იყოს, განაწყვე გონებაჲ და მაშინღა მიუგე სიტყუაჲ.5. ვითარცა ურმის თუალი არს ნაწლევი ცოფისაჲ და ვითარცა ურმის ღერძი, იქცევის ზრახვაჲ იგი მისი.6. ვითარცა ცხენი მტრიობალი არს მეგობარი მბასრვალი ყოველსავე ზედამჯდომელსა უჴჳვინ.7. რაჲსათჳს დღჱ დღესა მოშჯობნ და ყოველი ნათელი წელიწადთაჲ მზისაგან არს.8. მეცნიერებითა უფლისაჲთა განისწავლნეს და აქცინა ჟამნი დღესასწაულნი. ღამჱ დღესა განაშოვრა.9. და მათგანნი აღამაღლნა, ადიდნა და განწმიდნა და მათგანნივე დასხნა რიცხუად დღეთა.10. და კაცი ქუეყანისაგან შექმნა და მიწისაგან დაებადა ადამი.11. მრავლითა სწავლითა განსწავლა იგი ღმერთმან და გარე-მოაქცინა გზანი მათნი12. და მათგანნი აკურთხნა და აღამაღლნა და მათგანნი განწმიდნა, და თჳისა თავისა მახლობელ ყვნა და მოაქცივნა იგინი სადგურით მათით. მათგანნი წყევნა და დაამდაბლნა იგინი.13. ვითარცა თიჴაჲ მეკეცისაჲ ჴელთა მისთა არნ საქმედ მისა, ეგრეცა კაცი ჴელთა ღმრთისა შემოქმედისა თჳსისათა მიგებად მათა მსგავსად შჯულისა მის თჳსისა.14. მჴდომად ბოროტისა კეთილი და მჴდომად სიკუდილისა ცხორებაჲ, ეგრეცა მჴდომ არს ღმრთისმსახურთა ცოდვილი.15. ეგრე მიჰხედე შენ ყოველთა საქმეთა მაღლისათა. ორ-ორი ერთი-ერთისა მჴდომ არს.16. და მე უკუანაჲსკნელ განვიღჳძე და დავიმკჳდრენ იგინი, ვითარცა დასაბამითგან. მე ვითარცა მეკუფხლჱ შემდგომად მსთულებელთა,17. კურთხევასა უფლისასა მივიწიფე და ვითარცა მესთულემან აღვავსე საწნეხელი.18. განიგულეთ, რამეთუ არა ჩემთჳს ვშუერ, არამედ ყოველთა, რომელნი ეძიებენ სიბრძნესა.19. ისმინეთ ჩემი მთავართა მაგათ ერისათა და წინამძღუარნი ეგე თესლებისანი მერჩდით მე.20. შვილსა და ცოლსა, ძმასა და მეგობარსა ნუ სცემ ფლობასა შენ ზედა ცხორებასა შენსა და ნუ მისცემ უცხოთა ფასსა შენსა, რაჲთა არა ინანდე და უკუანაჲსკნელ მიექცე მათვე, ექენებოდი.21. ვიდრე ცოცხალღა ხარ და სულნი შიდა გიდგან, ნუ ასხურებ თავსა შენსა ყოველსა ჴორციელსა.22. რამეთუ უმჯობჱს არს შენდა შვილი თუ გილოცვიდენ, ვიდრეღა არა შე-თუ-ჰხედვიდე ჴელთა შვილთა შენთასა.23. ყოველთა საქმეთა შენთა იყავ გარდამმატებელ და ნუ შეამთხუევ ბიწსა დიდებულებასა შენსა.24. დღეთა მათ აღსასრულისა შენისათა, დღეთა ცხორებისა შენისათა მიმოდაუყავ სამკჳდრებელი შენი:25. საჭმელი და კუერთხი, ტჳრთი ვირსა, პური და სწავლაჲ და საქმჱ მონასა.26. და ჰპოვო განსუენებაჲ. მი-თუ-უშუა ჴელთა მისთა, მუნქუესვე გთხოვდეს იგი თავისუფლებასა.27. უღელმან და ღუედმან ქედნი ამპარტავანთანი მოდრიკნიან და მონასა ძჳრისმოქმედსა კრულებამან და გუემამან.28. შეადგინის იგი საქმესა, ვითარცა აშუნდეს, რაჲთა არა ცალიერად დგეს. რამეთუ მრავალნი არიან უკეთურებანი იგი, რომელ ასწავნა ცალიერებამან.29. და დაადგინე იგი საქმესა, ვითარცა აშუნდის მას. უკუეთუ არა გერჩდეს, განამრავლენ ტანჯვანი მისნი, რაჲთა არა უდებ იყოს იგი ჴორცთა მისთა ძლით.30. და სამართლისა გარეშჱ ნურას ჰყოფ.31. ერთ თუ მონა გესუას, ყავ შენ იგი, ვითარცა თავი თჳსი, რამეთუ სისხლითა შენითა მოგიგიეს იგი.32. მონაჲ თუ გესუას, იპყარ იგი, ვითარცა ძმაჲ, და თავი შენი ჴუებულ არს მისგან.33. უკუეთუ აჭირვებდე შენ მას, აღდგეს და წარგივიდეს, რომელსა გზასა ვერ მოიძიო იგი.