1. ამაო არს სარწმუნოებაჲ და ცრუ კაცისა უგუნურისაჲ, და სიზმართა აღაფრინნიან უგუნურნი.2. ვითარცამცა ვინ შეიპყრობდა აჩრდილსა და სდევდა ქართა, ეგრეთ არს, რომელი შეუდგეს სიზმართა და თქუას: ესე რაჲმე არს და იგი რაჲმე.3. ჩუენებანი სიზმართანი არიან, ვითარცა უჩუენებნ პირსა პირისა მსგავსსა.4. რაჲ არს, რომელი განწმიდნების არაწმიდებისაგან ანუ ტყუვილისაგან რაჲმე სიმართლჱ არს?5. მისნობანი და სიზმარნი ამაო არიან და ვითარცა სალმობათა დედაკაცისა შობადისათა სხუად და სხუად ეოცებინ გონებასა.6. უკუეთუ არა უფლისა მიერ მოვლინებულ იყოს მოხილვაჲ, შენ ნუ მისცემ მას გულსა შენსა.7. რამეთუ მრავალნი არიან, რომელნი შეიტყუვნა სიზმარმან და დაეცნეს იგინი სასოებისაგან მათისა.8. უტყუველად აღესრულების შჯული და სიბრძნე პირითა მეცნიერთაჲთა აღესრულის.9. კაცმან განზმნულმან გულისხმა-ყვის ყოველი და რომელი მრავლითა მით გამოცდილ არნ, იგი უთხრობნ გონებასა.10. რომელი ღუაწლსა არა გამოცდილ არნ, მან მცირედ თუ რაჲმე უწყინ. რამეთუ რომელი-იგი განზმნულ არნ, განამრავლის მეცნიერებაჲ.11. მრავალი ვიხილე მე ცხორებასა ჩემსა შინა და უმრავლჱს არიან ჩემ თანა სიტყუანი ამათ გონებათანი.12. მრავალგზის სიკუდიდმდე ვიჭირვოდე და განვერი ამათ ჯერთაგან.13. სულნი მოშიშთა მათ უფლისათანი ცხონდენ, რამეთუ სასოებაჲ მათი არს მაცხოვრისა მიმართ მათისა.14. რომელსა ეშინოდის უფლისა, სხჳსა არაჲს ეშინოდის და არა მომედგრდეს, რამეთუ უფალი თავადი არს სასო მისა.15. რომელსა ეშინოდის უფლისა, ნეტარ იყოს სულისა მისისა, სხუასა ვერ ჰხედავს ანუ ვინ არს მისა დამამტკიცებელ.16. თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა მფარველ არს სიმტკიცის დამამტკიცებელ ძლიერად, საგრილ არს სიცხისაგან და საფარველ დღჱ საშოვალსა, სასო არს საცთურისაგან და შეწევნად დაცემისაგან.17. აღუმაღლნის სულნი და განუნათლნის თუალნი, მისცის კურნებაჲ, ცხორებაჲ და კურთხევაჲ.18. და მსხუერპლნი იგი სიცრუვისანი შესაწირავად სარგებელ არიან და ძღუენი უშჯულოჲ არა შეიწიროს უფალმან.19. არა სათნო-იყვნეს მაღალმან მსხუერპლნი იგი უღმრთოთანი, არცა მრავლითა შესაწირავითა მათითა მიუტევნეს ცოდვანი.20. ვითარცა ვინმე დაუკლვიდა ძესა მამასა თჳსსა, ეგრე არს, რომელი შესწირვიდეს მსხუერპლსა ფასითა გლახაკთაჲთა.21. პურითა ჴუებულებისაჲთა არს ცხორებაჲ იგი გლეხთაჲ და რომელი მოჰხუეჭდეს მათ, იგი არს კაცი მოსისხლჱ.22. მკლველ არს მოყუსისა, რომელმან განჭრნეს ცოლ-ქმარნი; და მოსისხლეთა თანა შერაცხილ არს იგი, რომელმან მოჰკუეთოს სასყიდელი მორეწესა.23. ერთი თუ აშჱნებდეს და ერთი დაარღუევდეს, რაჲმე სარგებელ არს, არამედ უფროჲს შრომა.24. ერთი თუ აკურთხევდეს და ერთი სწყევდეს თუ, აწ უკუე ვისიმე ჴმაჲ ისმინოს მაღალმან?25. რომელი განიბანოს მკუდრისაგან და მერმე მასვე შეეხოს, რაჲმე სარგებელ-ეყოს განბანაჲ იგი მისგან?26. ეგრეცა კაცი, რომელი იმარხვიდეს ცოდვათა მისთა ზედა და მერმე მივიდეს და მასვე იქმოდის, ლოცვაჲ იგი მისი ვინმე შეისმინოს ანუ რაჲმე სარგებელ არს დამდაბლებაჲ იგი მისი?