1. გარნა რომელმან მისცის თავი თჳსი ჴელთა ღმრთისათა და ზრახვასა მისსა ზრახვიდეს შჯულსა შინა ღმრთისასა, სიბრძნე ყოვლისა წინა გამოიძიოს და წინაწარმეტყუელებათა მათ მიმართ უცალო იყოს.2. მოძღურებაჲ კაცთაჲ მათ სახელოანთაჲ და იგავთა მათ სახეთაჲ შინა ვიდოდის.3. დაფარულნი იგი იგავთანი გამოიძინეს და გარდაქცეულთა მათ იგავთა შინა იქცეოდის.4. და წინაშე ერისთავთა საცნაურ იყოს, ქუეყანასა მას უცხოთასა და წარმათთასა მიიწიოს, რამეთუ კეთილი და ბოროტი გამოიცადა კაცმან.5. გული მისცა აღმსთობად უფლისა მიმართ, შემოქმედისა თჳსისა, და წინაშე მაღლისა ევედრებოდის და აღაღოს პირი თჳსი და ცოდვათათჳს ილოცვიდეს.6. უკუეთუ უფალსა ღმერთსა უნდეს, სულითა წმიდითა აღავსოს იგი, რამეთუ თავადმან გამოუწჳმოს მას სიტყუაჲ იგი სიბრძნისაჲ და თაყუანისცემით აღუვარებდეს უფალსა.7. და თავადმან განუმარჯოს მას ზრახვაჲ იგი მისი და სწავლულებაჲ და დაფარულნი მისნი გულისხმა-ყვნეს.8. და გამოუჩინოს მას სწავლულებაჲ მოძღურებისა მისისაჲ და შჯულითა მით აღთქუმისა მაღლისაჲთა იქცეოდის.9. გონიერებასა მისსა აქებდეს ყოველი და მი-უკუნისამდე არა აღიჴოცოს და არცაღა განქარდეს საჴსენებელი მისი, და სახელი მისი ცხონდეს თესლითი თესლადმდე.10. და სიბრძნესა მისსა მიუთხრობდენ ნათესავნი და ქებულებაჲ მისი განთქუას ყოველმან ერმან.11. უკუეთუ დაადგრეს, სახელოვნებაჲ დაუტეოს და შე-ღათუ-ისუენოს, წინანდელსა უმჯობჱსვე იყოს.12. და მერმჱ განვიზრახო და გითხრობდე, რამეთუ აღივსო ვითარცა მთოვარჱ დაკლებული.13. ისმინეთ ჩემი, წმიდანო შვილნო, და აღმოსცენდებოდენ ვითარცა ვარდი, რამეთუ დანერგულ არნ თანაწარსადინელსა წყალთასა.14. და ვითარცა გუნდრუკმან სულნელმან გამოეცინ სულნელებაჲ, გამოაყუავნეთ ყუავილი იგი თქუენი, ვითარცა შროშანი, გამოეცით სულნელებაჲ თქუენი. აქებდით გალობითა და აკურთხევდით უფალსა და ყოველთა ზედა საქმეთა მისთა.15. მიეცით მას დიდად შუენიერებაჲ და აღუვარებდით ქებულებასა მისსა გალობითა და ჴმითა ქებისაჲთა აქებდით ღმერთსა და ესრჱთ იტყოდეთ, რაჟამს აღუვარებდეთ:16. რამეთუ საქმენი უფლისანი კეთილ არიან ფრიად და ყოველი იგი ბრძანებაჲ ჟამსა თჳსსა იყოს. არა არს თქუმად: რაჲ არს ესე ანუ რაჲსათჳს? რამეთუ ყოველივე ჟამსა თჳსსა მოიძიოს.17. ბრძანებითა მისითა დადგეს, ვითარცა ზჳნეულნი წყალნი და სიტყჳთა პირისა მისისაჲთა საუნჯენი წყალთანი.18. ბრძანებითა მისითა ყოველივე ნებაჲ მისი, რამეთუ არავინ არს, რომელმანმცა შეამცირა იგი და მაცხოვარებაჲ მისი.19. საქმენი ყოველთა ჴორციელთანი მის წინაშე არიან და არარაჲ არს დაფარულ წინაშე თუალთა მისთა.20. არა არს დამცირება და არცა აღდიდება მის თანა, და არა არს რიცხჳ მაცხოვარებისა მისისაჲ საუკუნითაგან და უკუნისამდე. მოიხილა და არა არს საკჳრველ წინაშე თუალთა მისთა.21. და არა სათქუმელ: არს: რაჲ არს ესე? არცა სათქუმელ არს, ვითარმედ ესე მისა უძჳრეს არს. არამედ ყოველი საჴმართა მათ თჳსთა დაბადებულ არს და განმტკიცებულად დგას.22. კურთხევაჲ იგი მისი ვითარცა მდინარე განჰფინა და ვითარცა ჴმელითა ნაღუარევისაჲთა დაეთრვო,23. ეგრეცა რისხვამან მისმან წარმართნი დაიმკჳდრნეს, რომელნი არა ეძიებენ მას, ვითარ-იგი გარდააქცინა წყალნი მათნი ფერად.24. გზანი მისნი წმიდათათჳს წრფელ არიან, ეგრეცა უშჯულოთათჳს საცთურად მათა.25. რამეთუ კეთილისათჳს კეთილი განმზადებულ არს დასაბამითგან, ეგრეცა ცოდვილსა მას კეთილი იგი ბოროტად გარდაექცის.26. დასაბამი ცხორებისა კაცთაჲ წყალი, ცეცხლი, რკინაჲ, მარილი და სამინდოჲ იფქლისაჲ, სძჱ და თაფლი, სისხლი ყურძნისაჲ, სამოსელი.27. ესე ყოველი ქველისმოქმედთა მათთჳს განმზადებულ არს, ეგრეცა ძჳრისმოქმედთათჳს ბოროტად.28. ქარნი სამარადისონი განმზადებულ არიან შურისსაგებელად. და რისხვითა მისითა განმტკიცნეს გუემანი მათნი. ჟამსა მას აღსასრულისა მათისასა ძალი მათი განჰფინონ და გულისწყრომაჲ შემოქმედისა მათისაჲ დააცხრვონ.29. ცეცხლი და სიკუდილი ესე ყოველი განმზადებულ არნ შურისსაგებელად მათა.30. შუვანი ლომთანი, ღრიაკალნი, იქედნენი, მახჳლი შურისმგებელად და მომსრველად უღმრთოთა.31. მცნებითა მისითა იხარებდენ და ქუეყანასა ზედა საჴმართა შინა განემზადნენ და ჟამსა მას თჳსსა არა გარდაჰჴდენ სიტყუასა.32. ამისთჳს დასაბამითაგან განემტკიცენ და განვიზრახო გონებითა და წიგნებითა ვყავ ესე ყოველი.33. საქმენი ღმრთისანი ყოველნი კეთილ არიან და ყოველნი საჴმარნი მისნი ჟამსა თჳსსა განემზადებიან.34. და არა არს სათქუმელ, რამეთუ ესე უბოროტჱს არს მისა, რამეთუ ყოველივე ჟამსა თჳსსა შეაგუვოს.35. აწ ყოვლითა გულითა და პირითა აკურთხევდეთ სახელსა უფლისასა.