22. ხოლო ღმერთმან არავე დაუტეოს წყალობაჲ იგი თჳსი და არცა ნაკლულევან-ყოს გულწრფელობაჲ იგი მისი, და არა აღიჴოცოს ნათესავი საყუდელისა მის თჳსისაჲ და ნაშობნი იგი მოყუარეთა მისთანი არა მოისრნენ, და იაკობსა დაუტევა ნეშტი და დავითს ძირნი თჳსნი.23. და შეისუენა სოლომონ მამათა თჳსთა თანა და დაშთა მისა შემდგომად ნათესავისა მისგან, რომელმან განამრავლა უგუნურებაჲ იგი მისი და ნაკლულევან იპოვა სიბრძნისა მისგან რობოამ, რომელმან მართლ უკუნ-აქცია ერი იგი თჳსი ზრახვითა მით თჳსითა ვიდრე აღდგომადმდე მისა, რომლისაჲ-იგი არა იყო საჴსენებელი.24. იერობოამ, ძჱ ნაბატისი, რომელმან-იგი აცთუნა ისრაელი და პოვნად სცა ისრაელსა გზაჲ იგი ცოდვისაჲ. და განმრავლდა ცოდვაჲ მათი ფრიად და განშორებად მათა ქუეყანისა მისგან მათისა.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 47