23. და შეისუენა სოლომონ მამათა თჳსთა თანა და დაშთა მისა შემდგომად ნათესავისა მისგან, რომელმან განამრავლა უგუნურებაჲ იგი მისი და ნაკლულევან იპოვა სიბრძნისა მისგან რობოამ, რომელმან მართლ უკუნ-აქცია ერი იგი თჳსი ზრახვითა მით თჳსითა ვიდრე აღდგომადმდე მისა, რომლისაჲ-იგი არა იყო საჴსენებელი.24. იერობოამ, ძჱ ნაბატისი, რომელმან-იგი აცთუნა ისრაელი და პოვნად სცა ისრაელსა გზაჲ იგი ცოდვისაჲ. და განმრავლდა ცოდვაჲ მათი ფრიად და განშორებად მათა ქუეყანისა მისგან მათისა.25. ყოველნი იგი უკეთურებანი მათნი კითხვად, ვიდრემდის მოვიდეს შურისგებაჲ იგი მათ ზედა.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 47