5. რამეთუ ჰხადა მან უფალსა მაღალსა და მისცა მას ძალი დაცემად კაცისა მის მბრძოლისა შორის ორთა მათ განწყობილთა. აღამაღლა მან რქაჲ იგი ერისა თჳსისაჲ.6. ამისთჳს ბევრთა ზედა ადიდებდეს მას დედანი და აქებდეს მას გალობითა მით უფლისაჲთა, ვიდრემდის ღირს იქმნა მოღებად შარავანდისა მის დიდებისაჲსა.7. რამეთუ მოსრნა მან მტერნი იგი თჳსნი გარემოჲს თჳსა და წარწყმიდნა ფილისტიმელნი იგი მჴდომნი მუნ დღენდელად დღედმდე. და მოსრნა იგინი ბუნითურთ.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 47