6. ამისთჳს ბევრთა ზედა ადიდებდეს მას დედანი და აქებდეს მას გალობითა მით უფლისაჲთა, ვიდრემდის ღირს იქმნა მოღებად შარავანდისა მის დიდებისაჲსა.7. რამეთუ მოსრნა მან მტერნი იგი თჳსნი გარემოჲს თჳსა და წარწყმიდნა ფილისტიმელნი იგი მჴდომნი მუნ დღენდელად დღედმდე. და მოსრნა იგინი ბუნითურთ.8. ყოველთა ზედა საქმეთა მისცა მათ აღსაარებაჲ წმიდისა მის მაღლისაჲ, მცნებაჲ იგი დიდებისაჲ. ყოვლითა გულითა მისითა აქებდა მას და შეიყუარა შემოქმედი თჳსი და ყოველსა დღესა აღიმსთუვის ქებად გალობითა მისითა.
სიბრძნე ისუ ზირაქისა თავი 47