1. შვილო ჩემო, ცხორებასა გლახაკისასა ნუ მოუღებ და ნუცა დააშრობ სტუანვითა თუალთა ნაკლულევანთასა.2. სულსა მშიერსა ნუ შეაჭუვნებ და ნუ განარისხებ კაცსა უპოვარებასა შინა მისსა.3. გულსა ურვილსა ნუ შეაძრწუნებ და ნუ დრო-უყოფ მისაცემელსა ნაკლულევანისათჳს.4. მსახურსა, რომელსა ჰშჭირდეს, ნუ უგულებელს-ჰყოფ და ნუ გარემიიქცევ პირსა გლახაკისაგან.5. რომელი გთხოვდეს შენ, ნუ მიჰრიდებ თუალსა შენსა და ნუ ჰსცემ ადგილსა საწყეველად შენდა.6. რაჟამს გწყევდეს შენ განმწარებულითა გულითა მისითა, ლოცვისა მისისაჲთა მსთუად შეესმას შემოქმედსა მისსა.7. შეაყუარე თავი შენი კრებულსა და წინაშე მთავართა დაიმდაბლე თავი შენი.8. მიუპყარ გლახაკსა ყური შენი და მიუგე მას სიტყუაჲ მშჳდობისაჲ და ყუდროებისაჲ.9. განარინე ვნებული ჴელთაგან მავნებელთასა და ნუ გეწყინებინ სულსა შენსა განკითხვაჲ იგი მისი.10. ექმენ შენ ობოლთა, ვითარცა მამაჲ და ქმრისა წილ დედასა მათსა, და იყო შენ, ვითარცა ძჱ მაღლისაჲ, და შეგიყუაროს შენ უფროჲს დედისა შენისა.11. სიბრძნემან ნაშობნი თჳსნი აღამაღლნა და ჴელისამპყრობელ არს მათდა, რომელნი ეძიებენ მას.12. რომელსა უყუარდეს იგი, უყუარს მას ცხოვრებაჲ. და რომელთა აიმსთონ მისა, აღივსნენ ყოვლითა კეთილითა.13. რომელმან შეიკრძალოს იგი, მან შეიკრძალოს დიდებაჲ, და ვიდრე შევიდეს, აკურთხოს იგი უფალმან.14. რომელნი ჰმსახურებენ მას, ჰმსახურებენ იგი წმიდათა. და მოყუარენი მისნი უყუარან უფალსა.15. რომელმან ისმინოს მისი, მან საჯნეს წარმართნი. და რომელი ეკრძალებოდის მას, დაეშენოს იგი სასოებით.16. უკუეთუ ჰრწმენეს იგი, დაიმკჳდროს სასოებით და სამკჳდრებელ ექმნენ მას ნაშობნი მისნი.17. უკუეთუ ვინმე დრკჳთა გულითა მიეგებვოდის მას, დასაბამსავე შინა ამხილოს მას, შიში და შეძრწუნებაჲ მიავლინოს მის ზედა და შეჭყლიმოს იგი მოძღურებითა თჳსითა, გამოცადოს იგი სამართალთა შინა მისთა.18. და მერმე მოექცეს წყალობითა თჳსითა და ახაროს მას და გამოუცხადნეს მას დაფარულნი იგი თჳსნი.19. უკუეთუ შესცთეს, დაუტეოს იგი და მიჰსცეს იგი ჴელთა დაცემისა მისისათა.20. დაიმარხენ მცნებანი მისნი და ეკრძალე ბოროტისაგან და სულისა შენისათჳსმცა ნუ გრცხუენის.21. რამეთუ არს სირცხჳლი, რომელმან შეამთხჳის ცოდვაჲ და არს სირცხჳლი, რომელმან შეამთხჳის დიდებაჲ და სიხარული.22. ნუ თუალთ-აღებ სულისა შენისათჳს, რაჲთა არა იკდიმო დაცემასა მას შინა შენსა.23. ნუ აყენებ სიტყუასა ჟამსა ცხოვრებისასა,24. რამეთუ სიტყჳთა საცნაურ არს სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ გონიერებისაჲ სიტყჳთა ენისაჲთა.25. ნუ აცილობ ჭეშმარიტებასა ნურარაჲთ საქმით და უსწავლელებისა შენისათჳს არა კდემულ იყო.26. ნუ გრცხუენინ შენ აღსაარებად ცოდვათა შენთა და ნუ აღმართ ჰბრძავ მძლაფრსა წყალსა.27. და ნუცაღა დაურეც კაცსა ცოფსა თავსა შენსა და ნუ თუალთაღებ ძლიერსა.28. ვიდრე სიკუდიდმდე ჰბრძოდე ჭეშმარიტებისათჳს და უფალი ღმერთი ჰბრძოდის შენ წილ.29. ნუ უმოწრაფე ხარ შენ ენითა შენითა და გულსნეულ და დაშთომილ საქმითა შენითა.30. ნუ იყოფვი ვითარცა ლომი სახლსა შენსა და ნუ მოზეზ სახლეულთა მათ შენთა.31. ნუ იყოფინ ჴელი შენი მოღებად ხოლო განრთხმულ და მიცემად შეღრეკილ.