1. სჳმონ, ძჱ იგი ჰონეაჲსი, მღდელი იგი დიდი, რომელმან-იგი ცხორებასავე მისსა აღაგო სახლი იგი დღეთა მათ თჳსთა და განამტკიცა ტაძარი იგი,2. და მის გამო დაემტკიცნეს საფუძველნი იგი სიმაღლისანი მეორედ აღმაღლებადმდე ეზოთა მათ ტაძრისა მის.3. დღეთა მათ მისთა აღიშჱნნეს საუნჯენი იგი წყალთანი საზომისაცა ზღჳსა მის რვალისაჲ, ვითარცა სახედ ზღჳსა მის.4. რომელ-იგი გულს ეტყოდა ერისა მისთჳს, რაჲთამცა არა დაეცნეს. რომელი-იგი განაძლიერებდა ქალაქებსა მას თჳსსა თავისა თჳსისა.5. ვითარცა იდიდა იგი, იქცეოდა რაჲ იგი შორის ერსა მას აღმაღლებასა მას ეზოჲსა მის გამოსლვასა ტაძრით.6. ვითარცა ვარსკულავი განთიადისაჲ, რომელი-იგი გამოვალნ შორის ღრუბელთა მათ, და ვითარცა მთოვარჱ სავსებითი დღეთა მათ წესისა თჳსისათა.7. ვითარცა მზჱ რაჲ მოეფინის ტაძარსა მაღლისასა, ვითარცა მშჳლდი იგი დიდებული უფლისაჲ, რაჟამს მისწუდების ბრწყინვალებაჲ იგი მისი ღრუბელთა,8. ვითარცა ყუავილი ვარდისაჲ დღეთა მათ ახლისათა, ვითარცა ყუავინ შროშანი წარსავალსა წყალთასა, ვითარცა ახალნერგი ლიბანისაჲ დღეთა მათ არისათა;9. ვითარცა საკუმეველი ცეცხლსა ზედა მბერველთა მათ, ვითარცა ჭურჭერი ჭედილი ოქროჲსა მყარისაჲ აღმკული და შთასხმული ანთრაკები იგი პატიოსნები;10. ვითარცა ზეთისხილი იგი განშუენებული, სავსჱ ხილითა, ვითარცა ძელქვაჲ აღმაღლებული ღრუბლადმდე ცისა.11. და აღმკვასა მას მისსა სამოსლითა მით დიდებულითა, შთაცუმასა მას მის სამკაულისასა სრულიად სიქადულისა, ჟამსა მას მიახლებისასა საკურთხეველსა მას წმიდათასა იდიდა სამკაულითა მით სიწმიდისაჲთა.12. მიღებისა მის ჴელთაგან ძმათაჲსა, რაჟამს თჳთ განმზადებულად დგან საკურთხეველსა მას წინაშე მსხუერპლთაჲსა. ვითარცა ახალნერგი იგი ნაძჳსაჲ მთასა მას ლიბანისასა, გარემოადგეს და შეიცვეს იგი, ვითარცა ხეთა მათ დანაკისკუდისათა.13. ყოველთა მათ ძეთა აჰრონისთა დიდებულებითა მით და მსხუერპლი იგი უფლისაჲ ჴელთა შინა მათთა წინაშე ყოვლისა მის ერისა ისრაელისა.14. და სრული იგი მსახურებაჲ, სხურებული ზედა საკუერთხეველსა მას, განშუენებაჲ და მსხუერპლისა მის მაღლისა მერთისა მპყრობელისაჲ.15. მიყოფასა მას ჴელისა მისისასა საკურთხეველსა მას განწონილსა შესაწირავთასა მას, პკურებასა მას სისხლისასა და მისხურებად საფუძველთა მათ საკურთხეველისათა სულად სულნელად მეუფისა მის მაღლისა.16. მაშინ ჴმითა მით მაღლითა ღაღადებდენ მღდელნი იგი, ძენი აჰრონისნი და ჴმითა მით ნესტჳსა ჭედილისაჲთა ღაღადებედ და ასმენედ ჴმასა მას ჴმითა დიდითა საჴსენებელად მაღლისა.17. მას ჟამსა ერთბამად ერნი იგი ზედა პირთა მათთა დაეცნეს და თაყუანის-სცეს უფალსა ღმერთსა.18. და აქებდეს უფალსა ღმერთსა მაღალსა და უგალობდენ მაქებელნი იგიცა უფროჲს ჴმითა მით მაღლითა და სიმრავლითა მით ერისაჲთა ჴმაჲ იგი დატკბებინ.19. და ევედრებინ ერი იგი უფალსა ღმერთსა მაღალსა და ლოცვაჲ იგი შეიწირვოდა წინაშე მოწყალისა მის ვიდრე აღსასრულადმდე, სამკაულისა მის მსახურებისა მის აღსასრულადმდე.20. შთასლვასა მას და აღპყრობასა ჴელთა მისთასა ერსა მას ზედა ისრაელისასა. მიცემად ქებაჲ უფალსა ბაგითა თჳსითა სახელითა მისითა სიქადულად.21. შუენებად, ახილვად ქებულებასა მას მაღლისასა.22. აწ აქებდით ყოველნი უფალსა საკჳრველთმოქმედსა მას ყოვლისა ქუეყანისასა, რომელმან აღამაღლნა დღენი ჩუენნი საშოჲთგან ყოს ჩუენთჳს წყალობითა თჳსითა23. მოცემად გულთა ჩუენთა ყოფად მშჳდობისა დღეთა მათ ჩუენთა ისრაელსა ზედა მსგავსად დღეთა მათ საუკუნეთა,24. სარწმუნო ყოფად ჩუენდა წყალობისა მისისა და დღეთა მათ შინა მისთა ჴსნად ჩუენდა.25. ორი ესე ნათესავი მოიძულა სულმან ჩემმან და მესამჱ იგი მიყუარად არავე შემირაცხიეს;26. თესლთა, რომელნი დაშჱნებულ არიან მთათა ზედა სამარიაჲსათა, ფილისტიმელნი იგი და ერი ცოფი, რომელ-იგი დაშჱნებულ არს სიკიმას.27. მოძღურებაჲ ესე სიბრძნისაჲ დავწერე წიგნსა ამას ისო, ძემან ზირაქისმან, ძისა ელიაზარისმან ოსოლჳმელმან, რომელი გამოადინებდა სიბრძნესა მას გულისაგან თჳსისა.28. ნეტარ იყოს, რომელი ამათ შინა იქცეოდის, და რომელმან დაისხნეს ესენი გულსა თჳსსა, განბრძნდეს.29. და უკუეთუ ვინმე ყოს ესე, ყოვლითავე ფრიად განბრძნდეს, რამეთუ შიშითა უფლისაჲთა არიან ალაგნი მისნი.