1. ნუ გულსა შეაპყრობ ფასსა შენსა და ნუ დამძიმებულ ხარ მას ზედა. და ნუ იტყჳ, ვითარმედ: კმა არს ესე ჩემდა.2. ნუ მისდევ ძალსა შენსა, ვითარმცა ხჳდოდე გულისთქუმასა გულისა შენისასა.3. ნუ თავისმოთნჱ ხარ ფასითა შენითა და ნუ ესავ თავსა შენსა. და ნუცა იტყჳ, ვითარმედ: ვინ შემიძლოს მე, რამეთუ უფალმან ძიებით შური იძიოს შენგან.4. ნუ იტყჳ, ვითარმედ: ვცოდე და აწ რაჲღამე ვყო, რამეთუ უფალი სულგრძელ არს.5. მომტევებელებისა მისისათჳს ნუ უშიშ იყოფვით შეძინებად ცოდვაჲ ცოდვასა ზედა.6. ნუ ესრე იტყჳ, ვითარმედ: წყალობაჲ მისი ფრიად არს. მრავალ თუ იყვნენ ცოდვანი ჩემნი, მო-ვე-მისპნეს, რამეთუ მის მიერ არს წყალობაჲ და ცოდვილთა ზედა დააცხრვის გულისწყრომაჲ მისი.7. ნუ დაჰყოვნი მოქცევად უფლისა და ნუ სდროებ დღითი დღედ მიახლებად მისა, რაჲთა არა გამოვიდეს მყის რისხვაჲ იგი უფლისაჲ და ვიდრე სდროებდე, შეგმუსროს შენ და ჟამსა მას შურისგებისასა წარგწყმიდოს შენ.8. ნუ ესავ ფასსა მას სიცრუვისასა, რამეთუ არა სარგებელ გეყოს შენ დღესა მას რისხვისასა.9. ნუ ანქრევ ყოვლითა ქარითა და ნუ ხუალ ყოველთა ალაგთა სიცრუვისათა, ვითარცა ცოდვილი იგი და ორენაჲ.10. იყავ დამტკიცებულ ენითა შენითა და ზრახვითა. და ერთ იყავნ ზრახვაჲ შენი.11. იყავ მოწრაფჱ მორჩილებად და სულგრძელ მიგებად სიტყჳსა.12. იყოს თუ შენ თანა გონებაჲ, მიუგე მოყუასსა მას შენსა, უკუეთუ არა, ჴელი შენი იყავნ პირსა შენსა ზედა.13. რამეთუ დიდებაჲ და გინებაჲ სიტყუასა უფლიეს და ენაჲ კაცისაჲ არს დასაცემელ მისდა.14. ნუმცა სადა სახელ-გედების შენ ცუნდრუკ და ენითა შენითა ნუ დაჰპრკოლდები, რამეთუ მპარავისა სირცხჳლ არნ, ხოლო კდემა დიდ არნ ორენისა.15. დიდსა და კნინსა ნუ უმეცარ ხარ