1. ნუ აშორე ცოლსა მკერდსა შენსა, რაჲთა არა ასწავო მას შენ მიერ გონებაჲ დრკუჲ.2. ნუ მიჰსცემ დედათა თავსა შენსა, მიწევნად მათდა ყოველსა ზედა ძალსა შენსა.3. ნუ განიცდი პირსა დედაკაცისა მეძვისასა, რაჲთა არა შეჰვარდე მახეთა მათ მისთა.4. მახიობელისა მიმართ ნუ აღიმსთობ, რაჲთა არა შეიპყრა შენ ტყუვილითა მისითა.5. სიკეთესა ქალწულისასა ნუ განიცდი, რაჲთა არა საცთურ-გეყოს შენ ქმნულკეთილობაჲ იგი მისი.6. ნუ მიჰსცემ მეძავთა თავსა შენსა, რაჲთა არა წარსწყმიდო სამკჳდრებელი შენი.7. ნუ მიმოდახედავ უბნებსა მას ქალაქისასა და ფერჴთა მათთაებრ ნუ შესცთები შენ.8. მოჰრიდე თუალი შენი დედაკაცისაგან შუენიერისა და ნუ განიცდი სიკეთესა მას სხჳსასა, რამეთუ სიკეთესა დედათასა მრავალნი შესცთეს და მათგან სიყუარული ვითარცა ცეცხლი აღატყდა.9. დედაკაცისა თანა ქმრისცოლისა და-ვე ნუ-ჰშჯდები რაჲთურთით და ნუცაღა ანკანაკებ მის თანა ღჳნისა სუმად, ნუუკუე მიდრკეს მისა მიმართ გული შენი და თავით შენით ჰსცთე წარსაწყმედელსა.10. ნუ დაუტევებ მეგობარსა ძუელსა, ნუუკუე ახალი იგი არა ესწოროს მას. ღჳნოჲ ახალი არს მეგობარი ახალი. ხოლო რაჲჟამს დაძუელდეს, ჴსნილად სუან იგი.11. ნუ გშურნ დიდებულებაჲ იგი ცოდვილთაჲ, რამეთუ არა უწყი აღსასრული იგი დაქცევისა მათისაჲ.12. ნუ შეეყოფვი სათნოებასა უღმრთოთასა. მოიჴსენე, რამეთუ ჯოჯოხეთადმდე ვერ განჰმართლდე.13. განეშოვრე კაცსა, რომელსა ფლობაჲ აქუნდეს კაცისკლვისაჲ, და არა ეჭუდე შენ შიშსა მას სიკუდილისასა. და შე-ღათუ-ეახლო, ნუ შესცოდებ მას, რაჲთა არა მიგეღოს ცხოვრებაჲ იგი შენი. ესე უწყოდე, რამეთუ შოვრის მახეთა ხუალ და გრძილთა ზედა არდაბაგისა ქალაქისათა განხუალ.14. აღიწონე ძალი შენი და რავდენ ძალ-გედვას, შეისწორე მოყუასი შენი. ბრძენთა თანა იყავნ ზრახვაჲ შენი,15. და გონიერთა თანა სიტყუაჲ შენი, და ყოველი თხრობაჲ შენი შჯულითა მით მაღლისაჲთა.16. კაცნი მართალნი იყვნენ პურისმტედ შენდა და შჯულითა უფლისაჲთა იყავნ სიქადული შენი.17. ჴელითა ჴელოვნისაჲთა ქმნული იქის, ეგრეცა წინამძღუარი იგი ერისაჲ, რომელი-იგი ბრძენ იყოს, სიტყჳთა თჳსითა.18. საშინელ ჩანნ მოყუასთა შორის კაცი ენოვანი და მოწრაფჱ ენითა საძულელ იქმნის.