მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ტიტეს მიმართ 1:13

12. თქუა ვინმე მათგანმან, თჳსმანვე მათმან წინაწარმეტყუელმან: კრიტელნი მარადის მტყუვარნი, მჴეცნი ბოროტნი, მუცელნი უქმნი.13. წამებაჲ ესე არს ჭეშმარიტ. ამისთჳს ამხილე მათ თუალ-უხუავად, რაჲთა ცოცხალ იყვნენ სარწმუნოებითა14. და ნუ ერჩიედ ჰურიაებრთა ზღაპართა და მცნებასა კაცთასა, რომელნი გარე-მოქცეულ იყვნენ ჭეშმარიტებისაგან.
ტიტეს მიმართ თავი 1
13. წამებაჲ ესე არს ჭეშმარიტ. ამისთჳს ამხილე მათ თუალ-უხუავად, რაჲთა ცოცხალ იყვნენ სარწმუნოებითა
ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ფუჭი ძიებებისაგან განშორება და მშვიდი სწავლება:

...ბს: „ამხილებდ ყოვლითა ბრძანებითა" ()? და აქაც კვლავ: „ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ" ()? და კვლავ: „ამხილე მათ თუალ-უხუავად" ()? იმიტომ, რომ ესეც სიმშვიდის საქმეა. რადგან მძაფრი მხილება, როდესაც იგი შემწყნარებლობით ხდება, ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ძალუძს დაკბენა. რადგან შესაძლებელია, ნამდვილად შესაძლებელია, სიმშვიდით უფრო ძლიერ შეეხო კაცს, ვიდრე კადნიერებით შეარცხვინო. „მასწავლელ" (), ესე იგი, ყველას მიმართ, ვისაც სწავლა სურს.

რადგან ამბობს: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე" (). „უმანკო" (). კარგად დაუმატა ეს,...

სრულად ნახვა