მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ტიტეს მიმართ 2:7

6. ჭაბუკთა მამათა ეგრეთვე ჰლოცევდ, რაჲთა წმიდა იყვნენ.7. ყოვლისათჳსვე თავსა შენსა სახედ მისცემდი კეთილთა საქმეთა, მოძღურებასა მას შინა უხრწნელებაჲ, ღირსებაჲ, განურყუნელობაჲ,8. სიტყუაჲ ცოცხალი, უგმობელი, რაჲთა წინააღმდგომსა მას ჰრცხუენოდის და რაჲთა არა აქუნდეს ჩუეენდა მომართ სიტყუად ბოროტისა.
ტიტეს მიმართ თავი 2
7. ყოვლისათჳსვე თავსა შენსა სახედ მისცემდი კეთილთა საქმეთა, მოძღურებასა მას შინა უხრწნელებაჲ, ღირსებაჲ, განურყუნელობაჲ,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ედ უფრო მეტადაც შენით განკვირდება. ამიტომაც დასძენს და ამბობს: „არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა" (), „ყოვლისათჳსვე თავსა შენსა სახედ მისცემდი კეთილთა საქმეთა" (). ესე იგი, თვითონ იყავი ცხოვრების პირველსახე, ვითარცა წინ დადებული ხატი, ვითარცა ცოცხალი სჯული, ვითარცა კეთილცხოვრების წესი და საზღვარი. რამეთუ მოძღვარი სწორედ ასეთი უნდა იყოს.

„სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა" (), ანუ სიტყვით ისე, რომ ადვილადაც მეტყველებდეს; ცხოვრებით, სიყვარულით, რწმენით, მართებული სიწმიდითა და უმანკოებითა; „ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა" (). ტიმოთეს უბრძანებს, რომ საკითხავს ყურადღება მიაპყროს. ყველამ მოვისმინოთ და განვისწავლოთ, რომ საღმრთო წერილთა შე...

სრულად ნახვა