ტობისი 1:4
3. ტობი გზათა ჭეშმარიტებისათა, ვიდოდა და სიმართლისათა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, და მოწყალებანი და ქველის-საქმენი მრავალნი ქმნა ძმათა მიმართ მისთა და ნათესავთა მისთა, რომელნი თანა იყვნეს სოფლად, ასურასტანელთა ნინევედ.4. ოდეს იყო უჭაბუკეს ყოველთა ყრმათა შორის ნათესავთა ტომისაგან ნეფთალიმისა, არა იქცეოდა ვითარცა ჭაბუკნი, არამედ ვითარცა მოხუცებული.5. რამეთუ ყოველნი ტომნი, რომელნი თანა განდგეს და სახლი ნეფთალიმისი, მამისა მისისანი, უზორვიდეს ჴბოსა ბაალისასა ოქროსასა, რომელი ქმნა იორობოამ, მეფემან ისრაჱლისამან, და მაღალთა ზედა ყოველთა მთათა ზედა,
ტობისი თავი 1