ტობისი 1:5
4. ოდეს იყო უჭაბუკეს ყოველთა ყრმათა შორის ნათესავთა ტომისაგან ნეფთალიმისა, არა იქცეოდა ვითარცა ჭაბუკნი, არამედ ვითარცა მოხუცებული.5. რამეთუ ყოველნი ტომნი, რომელნი თანა განდგეს და სახლი ნეფთალიმისი, მამისა მისისანი, უზორვიდეს ჴბოსა ბაალისასა ოქროსასა, რომელი ქმნა იორობოამ, მეფემან ისრაჱლისამან, და მაღალთა ზედა ყოველთა მთათა ზედა,6. და ხოლო ტობი მარტო მივიდის მრავალგზის იერუსალჱმდ დღესასწაულთა, ვითარცა წერილ არს ყოვლისათჳს ისრაჱლისა ბრძანებითა საუკუნეთა, პირველთა ნაყოფთასა და ათეულთა ნაყოფისათა, და პირველ ნარისუავი ცხოვართა მიიღის და მისცის იგი მღდელთა, ძეთა აჰრონისთა, საკურთხეველსა და ყოველთა ნაყოფთა ათეულსა მისცემდის ძეთა ლევისთა, რომელნი ჰმსახურებდეს იერუსალჱმს,
ტობისი თავი 1